მამუკა მდინარაძე – ISFED-მა გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, კაცმა არ იცის, გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება, USAID-ი აფინანსებს თუ კიდევ სხვა დონორი ორგანიზაციები?

აბსოლუტური სითამამით მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, USAID-ს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს, კარგ ტრენინგებს აფინანსებენ ხოლმე, ამასობაში, ISFED-იც მათი დაფინანსებული იყო, რომელმაც მსოფლიოში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პარალელურად, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რაც უსაშინელესი პრეცედენტია და ამაშიც ფული იყო ჩადებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან […]

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა. ბორის პისტორიუსის ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 საარტილერიო ჭურვს და 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. „ჩვენ ასევე სათადარიგო ნაწილებისა და დიდი რაოდენობით სამედიცინო მარაგების მიწოდებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა პისტორიუსმა. ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, […]

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ […]

ყირგიზეთთან ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – ვინ არიან უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების მფლობელები

2024 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილეს სავაჭრო მიმართულებებს შორის ყირგიზეთი ის ქვეყანა გახდა, სადაც ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ცენტრალური აზიის ამ მიმართულებამ მთლიან ვაჭრობაში 4.3%-იანი წილით აღმოჩნდა. ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტის ხარჯზე მხოლოდ ორ თვეში 126.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო-ყირგიზეთის ვაჭრობის ისტორიაში ექსპორტ-იმპორტი ასეთი მოცულობითი ადრე არასდროს ყოფილა. 2024 წლის იანვარ-თებერვალს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო […]

ნავალნაია: პუტინი არ არის რუსეთის ლეგიტიმური პრეზიდენტი

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის და პუტინის წამყვანი კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის. ნავალნაია გეგმავს დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები არ შეხვდნენ მას და არ გამართონ მასთან მოლაპარაკებები. „არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს.. ჩვენ მოვახდენთ იმის უზრუნველყოფას, რომ მსოფლიოში არავინ აღიარებს პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. არავინ დაჯდეს მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან“, […]

ბიზნესკურსი – საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესისთვის

რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის? – ამ შეკითხვაზე სხვადასხვაგვარ პასუხს მიიღებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საწყისი კაპიტალია მნიშვნელოვანი, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის იდეით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუმცა გრძელვადიანი წარმატების ფორმულად მაინც უწყვეტი განათლება რჩება და ამაზე იშვიათად თუ დავობენ. განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის რჩება, რადგან ისინი რესურსებში შეზღუდული არიან. […]

ლიეტუვა რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და „მაღალი რისკის“ სხვა ქვეყნებიდან მარცვლეულის იმპორტზე კონტროლს ამკაცრებს

18 მარტიდან ლიეტუვამ გააძლიერა კონტროლი რუსეთიდან და სხვა „მაღალი რისკის“ ქვეყნებიდან ქვეყანაში შეტანილ საკვებ მარცვლებზე. ამის შესახებ ლიეტუვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, შემოწმდება თითოეული ვაგონი ან სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს მარცვლეული, რომელიც განკუთვნილია როგორც ლიეტუვის ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის კლაიპედას პორტის გავლით. პროდუქტები შემოწმდება პესტიციდების ნარჩენების, მიკოტოქსინების და ლითონების (ტყვიის, კადმიუმის) არსებობაზე. უახლოეს მომავალში […]

ბიზნესკურსი – საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესისთვის

რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის? – ამ შეკითხვაზე სხვადასხვაგვარ პასუხს მიიღებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საწყისი კაპიტალია მნიშვნელოვანი, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის იდეით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუმცა გრძელვადიანი წარმატების ფორმულად მაინც უწყვეტი განათლება რჩება და ამაზე იშვიათად თუ დავობენ. განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის რჩება, რადგან ისინი რესურსებში შეზღუდული არიან. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. […]

თურმე ოხანაშვილი მე-5 სართულზე ცხოვრობს, გამოდის თუ არა ნაცი? – გოცირიძე

„გამოდის თუ არა ბატონო ანრი “ნაცი“, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს. გოცირიძე ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეხუთე […]