კათოლიკური ეკლესია უფლის აღდგომას დღესასწაულობს

დღეს, კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. “ყველა კათოლიკური ტაძარი საზეიმოდაა მორთული და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურგია, ტრადიციულად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო მსახურებას უძღვებოდა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა […]
“ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს აღდგომის ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს” – პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. “მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს! ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ […]
ჩრდილოეთ სირიაში მანქანის აფეთქებას, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა

ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ აზაზში, მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. სირიაში მოქმედი სამაშველო ჯგუფის, სირიის სამოქალაქო თავდაცვის (ე.წ. თეთრი ჩაფხუტების), ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ ბაზარში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას შემთხვევის უკან. აზაზს პროთურქული, ოპოზიციური შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება. ამასთან,ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას ქალაქ რიმალაში რამდენიმე შენობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვებად იყენებდა. თავდასხმის დროს „ჰამასის“ სულ მცირე ერთი წევრი დაიღუპა. ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის „ნაჰალის“ ბრიგადამ, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 15 შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად იმოძრავებს გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე […]
საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 85 წლის გახდებოდა

„მე არავითარ იარაღს არ ვატარებ, გარდა სიმართლის ჭურვისა. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე გაგვათავისუფლებს. ჩემმა ცილისმწამებლებმა იციან, რომ საუკუნეების განმავლობაში კალამი იყო და იქნება მახვილზე უფრო ძლევამოსილი. ისტორია იქნება ჩემი მოსამართლე და ისტორიკოსები იტყვიან საბოლოოდ სიმართლეს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ.“ – ზვიად გამსახურდია. დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტის, ეროვნულ გმირსა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, […]
საოცარი მსგავსება: როგორ გამოიყურებოდა მილა იოვოვიჩის დედა ახალგაზრდობაში – Marao
საოცარი მსგავსება: როგორ გამოიყურებოდა მილა იოვოვიჩის დედა ახალგაზრდობაში – Marao ხშირად დედები და ქალიშვილები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. გამონაკლისი არ არის მილა იოვოვიჩი და მისი დედა გალინა ლოგინოვა. ყველამ იცის, რომ მილა იოვოვიჩს უკრაინული ფესვები აქვს. მილას დედა გალინა ლოგინოვას დედა პოპულარული საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი იყო. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 1971 წლის სატელევიზიო სერიალმა […]
დაღესტანში სავარაუდო ტერორისტების აღმოაჩინეს – მედია

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში და ქალაქ კასპიისკში გამთენიიდან ამოქმედდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ამის შესახებ იტყობინება “ინტერფაქსი”, ФСБ-ს ადგილობრივ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები. იტყობინებიან, რომ სპეცრაზმს ალყაში ჰყავს სავარაუდო ტერორისტები, რომლებიც ამ ორი ქალაქის რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. მოხდა ირგვლივ მდებარე სახლების მცხოვრებთა ევაკუაცია. „რია ნოვოსტის“ ცნობით, კასპიისკის ერთ-ერთ ბინაში ორი ტერორისტია ბლოკირებული. გავრცელებულ ვიდეომასალაში […]
საქართველოსთან დამარცხებულმა პოიეტმა ირლანდიას უარი შეუთვალა

Irish Independent წერს, რომ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციასა და გუსტავო პოიეტს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის გამოც მათი ქვეყნის მთავარ გუნდს ურუგვაელი დამრიგებელი აღარ ჩაიბარებს. 56 წლის მენეჯერს კონტრაქტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთანაც ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გახანგლძრივდება და ის დროებით უმუშევარი იქნება. მოგეხსენებათ, პოიეტის ბოლო მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა მისი საბერძნეთი ევროპის […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ […]