დაღესტანში სავარაუდო ტერორისტების აღმოაჩინეს – მედია

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში და ქალაქ კასპიისკში გამთენიიდან ამოქმედდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ამის შესახებ იტყობინება “ინტერფაქსი”, ФСБ-ს ადგილობრივ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები.
იტყობინებიან, რომ სპეცრაზმს ალყაში ჰყავს სავარაუდო ტერორისტები, რომლებიც ამ ორი ქალაქის რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. მოხდა ირგვლივ მდებარე სახლების მცხოვრებთა ევაკუაცია.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, კასპიისკის ერთ-ერთ ბინაში ორი ტერორისტია ბლოკირებული. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მაღალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინიდან კვამლი გამოდის.
ადგილოვრივი მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მიიღეს.
იტყობინებიან, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ვითარების განმუხტვამდე გაგრძელდება.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…