1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა

დღეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს […]
თბილისის მერიამ BusLane-ზე მოძრაობასთან დაკავშირებით ახალი წესი დაადგინა

მძღოლებს, რომლებმაც თბილისში ტაქსად მუშაობის ნებართვა არა მგზავრთა გადასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის აიღეს, ლიცენზიას ერთი წლით შეუჩერებენ. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინ, 29 მარტს მიიღო. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფლება მისცა BusLane-ებში იმოძრაონ, გაჩნდა ეჭვები, რომ მძღოლთა ნაწილმა, რომლებსაც საცობებში დგომა არ უნდათ, ეს ლიცენზია […]
პაპუაშვილი: მინდა, პატივისცემა დავუდასტურო ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძისა და ქართველი მოსამართლეების მიმართ “პატივისცემას გამოხატავს”. “მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს. კიდევ ერთხელ მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო […]
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. “ბათუმელების” ცნობითვე, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, […]
ირაკლი კობახიძე – საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „ძალიან წარმომადგენლობითი საზოგადოება არის დღეს შეკრებილი დღევანდელ […]
სირიაში, თურქეთის საზღვართან, ბაზარში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალხით გადატვირთულ ბაზარში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმა თურქეთის საზღვართან, ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აზაზში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ამ დროისთვის, უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა ქალაქში, რომელსაც მართავენ პროთურქი გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სირიის […]
ანტიკორუფციულმა ბიურომ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ბიუროს უფროსმა გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და მრავალფუნქციური უწყების შექმნამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანი შესაძლებლობა გააჩინა, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღია. […]
ხმათა 99%-ით გადაწყვეტილი დამოუკიდებლობა – 31 მარტის რეფერენდუმი

33 წლის წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ […]
“საბერძნეთთან პენალტებს ვერ ვუყურე, გარეთ გავედი და ლოცვა დავიწყე… ბუდუმ ბილეთები მოიტანა და მეკითხება…” – ზივზივაძის დედამ საინტერესო ისტორიები გაიხსენა

“საბერძნეთთან პენალტებს ვერ ვუყურე, გარეთ გავედი და ლოცვა დავიწყე… ბუდუმ ბილეთები მოიტანა და მეკითხება…” – ზივზივაძის დედამ საინტერესო ისტორიები გაიხსენა “Tv პირველზე” “ნოდარ მელაძის შაბათში” საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდის ბუდუ ზივზივაძის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც ფეხბურთელის დედამ საინტერესო ისტორიები გაიხსენა. “4 წლის იყო ჭადრაკზე, რომ შევიყვანე, რადგან მეგონა, რომ სწავლაში ხელს შეუწყობდა ჭადრაკი. ეზო […]
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ავიაკომპანიები საქართველოში

საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მოიცავს საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის კომერციული მიზნით განხორციელებას, მათ შორის, საჰაერო ხომალდის სხვა ექსპლუატანტისთვის ეკიპაჟიანი იჯარით გადაცემას. მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის […]