უკრაინელებმა რუსების 9 დრონი და 9 რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელმა დამცველებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 9 დრონი და 9 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას სარატოვის ოლქიდან, Ту-95мс სტრატეგიული თვითმფრინავიდან გაშვებული X-101/X-555 ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტითა, ოკუპირებული ყირიმიდან – „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან КАР Х-59 […]
შალვა პაპუაშვილი – ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, როგორც თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით

ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, როგორც თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და […]
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში აღევლინა

საქართველოს სომეხთა თემი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღდგომას ასევე აღნიშნავენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. „აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი […]
რუსებმა ოდესისა და ხერსონის ოლქებზე მასიური შეტევა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის სამხრეთ ოლქებზე „კამიკაძე-დრონების“ და სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით მორიგი შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. მისი თქმით, მტრის სამიზნეს ოდესის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ხერსონის ოლქის აგროინდუსტრიული სიმძლავრეები წარმოადგენდა. გუმენიუკმა განმარტა, რომ რუსებმა მიმართეს კომბინირებული თავდასხმის ტაქტიკას და უკრაინას ჯერ დრონებით, შემდეგ კი […]
კათოლიკური, სომეხთა და ლუთერული ეკლესიები აღდგომას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას აღდგომას ულოცავს . „დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ქრისტეს […]
პრეზიდეენტი – ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს აღდგომის ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. „მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს! ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ […]
„ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი” ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი” ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონი 29-30 მარტს მიმდინარეობდა. „ორი დღის განმავლობაში 9 ახალგაზრდულმა გუნდმა იმუშავა და ჟიურის წარუდგინა იდეები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციას. “ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელი „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ […]
რა რაოდენობის ცოცხალი ცხოველი და ფრინველი გავიდა ექსპორტზე საქართველოდან 2023 წელს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს ინსპექტორების მიერ ცოცხალ ცხოველებსა და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ტვირთზე საექსპორტოდ 9 900 ვეტერინარული სერტიფიკატი გაიცა. ამავე ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია: 159 267 მსხვილფეხა პირუტყვი 453 427 წვრილფეხა პირუტყვი 212 ღორი 2 კენტჩლიქიანი ცხოველი 5600 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა) სხვა დანარჩენი – 181 14 811 595 ფრინველი 9 261 […]
რას სთავაზობს მომხმარებელს საკონსულტაციო კომპანია AFinwise?

რამდენიმე კვირაა, რაც ადგილობრივ კომპანიებს AFinwise-მა ფინანსური კონსულტაციის სერვისი შესთავაზა. AFinwise-ი მომხმარებლებს სრულ და რეგულარულ ფინანსურ ანალიზს, ფინანსურ მენეჯმენტს, ბანკებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას, კომპანიის შეფასებას, ბიზნესგეგმას, ბაზრის კვლევას, საგრანტო პროგრამებში მონაწილეობას და ტრენინგებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი ანა ბალესიაშვილი გადაცემა “ქალების ნარატივში” აღნიშნავს, რომ AFinwise ბიზნესს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევს, კომპანიის ფინანსურ პროგრესს […]