რუსეთი: დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით დაღესტანში ჩატარდა სპეცოპერაცია, დაკავებულია 3 პირი. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა ქალაქ კასპიისკში ჩაატარეს. ძალოვანების თქმით დაკავებულები “ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ”. ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ტყვი-წამალი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. “მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის, ასევე არ არის დანაკარგი სპეცდანიშნულების რაზმის რიგებშიც”. – წერია კომიტეტის განცხადებაში.

2023 წელს საქართველომ ეკოტურისტული სერვისებიდან 10,5 მლნ ლარი მიიღო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 10 447 166 ლარი შეადგინა, რაც წინა 2022 წლის მაჩვენებელთან (8 314 439 ლარი) შედარებით დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი. დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ნაწილდება შემდეგნაირად: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები – შემოსავლების 54% მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები – შემოსავლების 42% […]

დღეიდან ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

დღეიდან ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ, თუმცა მიგრაციის საფრთხის გამო ამ დრომდე შენგენის ზონას არ ეკუთვნოდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატება და ისტორიული მომენტია.

“რატომ არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში მბაპე დარჩეს?!” – ლუის ენრიკემ პსჟ-ის ფორვარდის შენარჩუნებაზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ გასვლაზე “მარსელს” დაუპირისპირდება. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ჰკითხეს, იქნება თუ არა ეს ბოლო Le Classico კილიან მბაპესთვის. “ვინ თქვა, რომ ასე იქნება?! – იმედი მაქვს, რომ კილიანი პსჟ-ში დარჩება და მას თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია. შეიძლება გადაიფიქროს, რატომაც არა?! წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ […]

უკრაინა: გავანადგურეთ ოკუპანტების მიერ გაშვებული 9 დრონი და 9 რაკეტა

30 მარტის ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 9 დრონი და 3 რაკეტა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 უპილოტო საფრენი აპარატითა და 15 რაკეტით მიიტანა იერიში. უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა ოდესის ოლქში ჩამოაგდეს. დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ენერგო ობიექტი, ადგილზე გაჩნდა ცეცხლი, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. რამდენიმე რაკეტა ლვოვში ჩამოვარდა. დაბომბვის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა და […]

ირაკლი კობახიძე – გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით – ეს პოლიტიკური ნება არსებობს და მიზანი არის სავსებით მიღწევადი

გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი. „მთავრობის კეთილსინდისიერების” ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში […]

ირაკლი კობახიძე – ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა

ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, არ არის კარგი, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. „არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში […]

ზვიად გამსახურდიას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზუგდიდელები ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგებენ და ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და […]

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი განეწყვეთ რომანტიულ ტალღაზე და იოცნებეთ მომავალ ბედნიერ დღეებზე. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ვერ გაკონტროლებთ. კურო ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ, ის, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო, ყველაფერი გაქვთ. დროა, გონივრულად გამოიყენოთ თქვენი რესურსები. ტყუპები გაგახარებთ სასიამოვნო საჩუქარი, შესაძლოა, სტუმრად დაგპატიჟონ ვახშამზე, ან სადღესასწაულო სუფრაზე. კირჩხიბი მიზანთან ახლოს ხართ, მოვლენები საინტერესოდ ვითარება, მალე მიიღებთ დამსახურებულ ჯოლდოს მოთმინებისთვის და დატკბებით […]