როგორ შეძლო ექსპრემიერის მამამ გაკოტრებული ბიზნესის აყვავება – რას ამბობს კალაძე

“ოცნების” გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ კარგი მენეჯერული უნარების ქონის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ერთ წელიწადში გაკოტრებული ბიზნესი ააყვავო და მილიონები იშოვო. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომელმაც აღიარა, რომ მამამისი მილიონიანი ბიზნესის მფლობელია. კახი კალაძე ირწმუნება, რომ ღარიბაშილთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს და მას ყველაფერი დეკლარაციაში აქვს ასახული. ადამიანი თუ ბიზნესშია, ამაში ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, როგორ […]
„არც ერთი ანტი-კორუფციული უწყება დღეს კორუფციას არ ებრძვის, ყველა მათგანი ემსახურება ერთ მიზანს…“ – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „გუშინ „ოცნებას“ და მისი გამდიდრების სადარაჯოზე მყოფ ფიქტიურ ანტი-კორუფციულ ინსტიტუტებს ზეიმი ჰქონდათ – კორუფციას ვამარცხებთო. ღარიბაშვილის აქამდე პენსიონერი მამა უცებ მილიონერი ბიზნესმენი აღმოჩნდა და ანტი-კორუფციულის უფროსმა (ღარიბაშვილმა რომ დანიშნა) დეკლარაციაში დარღვევები ვერ აღმოვაჩინეთო. კობახიძემ ბოლო ერთ თვეში (ანუ რაც მე დავინიშნე) ავშენდითო. პროკურატურამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი […]
#აჩუქეწიგნი – წიგნის ჩუქების თვე – გიორგი კეკელიძე

2019 წელს აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადეთ, 23 აპრილი კი – ესპანური ტრადიციის სესხებით – წიგნის ჩუქების დღედ. მონიშნეთ მეგობარი – აქ ან გონებაში, ვისაც აჩუქებთ და რასაც აჩუქებთ – ისიც.
უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“

უმრავლესობა მხარს დაუჭირეს “გირჩის“ ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს დაუჭირეს “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს, ხოლო “გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში “კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“. […]
დავით უსუფაშვილი საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე – მე ამ პროექტს „გირჩის“ პროექტს ვერ ვუწოდებ – ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი და რომ არა მმართველი გუნდის პოლიტიკური განზრახულობა, „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა

მე ამ პროექტს „გირჩის“ პროექტს ვერ ვუწოდებ – ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი და რომ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა, „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, – აღნიშნული განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭრეს. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, თავად პარტია […]
დიმიტრი პესკოვი – „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან რუსეთის კავშირის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ ბრალდებები „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან მისი კავშირის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. „მოგეხსენებათ, რომ ეს სულაც არ არის ახალი თემა, მრავალი წლის განმავლობაში პრესაში განიხილებოდა ეგრეთ წოდებული „ჰავანას სინდრომის“ თემა და ყველაზე ხშირად ის თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირდებოდა რუსული მხარის დადანაშაულებას. მაგრამ არასოდეს არავის არ გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი […]
3 აპრილს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

3 აპრილს პარლამენტში „მინისტრის საათი“ გაიმართება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილია მიწვეული. დავითაშვილი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის ტრიბუნა ასევე დაეთმობა დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს.
ჟურნალისტური გამოძიება – „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებსა და გრუ-ს შორის კავშირი გამოვლინდა – შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი გრუ – რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) მთავარი დირექტორატის 29155 სამხედრო ნაწილის თანამშრომლები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე საიდუმლო იარაღით, რომელიც ე.წ. „ჰავანას სინდრომს“ იწვევს, – ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტები, რომლებმაც ამ […]
რუსეთი მიგრაციის კანონს ამკაცრებს – ქვეყანაში უცხოელების ყოფნის ვადა მცირდება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის სტანდარტების გამკაცრების კანონპროექტი მოამზადა.დოკუმენტზე სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთში უცხოელების ყოფნის ვადის შემცირებას წლის განმავლობაში 90 დღემდე (ადრე, სხვა ქვეყანაში წასვლისა და დაბრუნების შემთხვევაში, ვადა ნულდებოდა და ათვლა თავიდან იწყებოდა). რუსეთის შსს ასევე ითხოვს ქვეყანაში შესვლისას უცხოელებისთვის თითის ანაბეჭდების აღებისა და ფოტოგრაფირების შემოღებას, უწყება დოკუმენტში […]
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

Galt&Taggart-ის 25–29 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების ფასები როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ბანკის აქციებმა აჩვენა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 50.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.54% წინა კვირასთან შედარებით და +7.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, […]