ბახტრიონის ქუჩზე დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა იყო დაზიანებული. დაზიანება გამოიწვია კორტების სამშენებლო სამუშაოებმა. ძირითადად, დამჭერი კედლის პრობლემა იყო. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები. ეს ყველაფერი კომპანიამ […]
თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც თიბისი აქტივების მართვის, ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე. ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს. ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. თიბისი აქტივების მართვისა და დივერსიფიცირებული საკრედიტო […]
,,სამარცხვინო რამ ხდება პარლამენტში. სულ ახლა, ბიუროზე, “ქართული ოცნება” დათანხმდა “გირჩის” ინიციტივას“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სამარცხვინო რამ ხდება პარლამენტში. სულ ახლა, ბიუროზე, “ქართული ოცნება” დათანხმდა “გირჩის” ინიციტივას და უქმდება ქალთა კვოტები, როცა სიაში ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით “ოცნების” ფულიანმა კაცებმა დაკარგეს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ამიტომ, ქალთა კვოტის გაუქმებით, კვლავ გამოთავისუფლდება მათთვის ადგილები. სიაში ფულიანი, მორჩილი და ყველაფერზე ხელისმომწერი თუ […]
არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას. თალაკვაძის თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში და მმართველი გუნდისთვის, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა დაებლოკათ. როგორც უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, მიუხედავად ცვლილებებისა, ნებისმიერ […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – ლაზარე გრიგორიადისის გაჭიანურებული სასამართლო მისი საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს

ლაზარე გრიგორიადისის გაჭიანურებული სასამართლო მისი საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს, – ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, განმარტავენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე შეასრულებს დაპირებას და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის, რასაც შედეგად სხდომის ლაზარე გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება. […]
იაგო ხვიჩია – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს – მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს – მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან, ოღონდ ვინმეს რამე კარგი უნდოდეს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე “გირჩსა” და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას […]
სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო
სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლომ კი არ გაუმართლა იმედები „ნაცმოძრაობას“ და მათი დახმარებით არ მოხდა რევოლუცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეებზე შეტევის უკან დგანან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები. „ეს სასამართლოს თემა არ არის ახალი. სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლომ […]
“მისი ხელფასი იმდენად დაბალია, გეტყვით და გაგეცინებათ…” – კალაძემ სანიოლზე ისაუბრა

თბილისის მერმა კახა კალაძემ “იმედის კვირასთან” ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე ვილი სანიოლზე ისაუბრა. “მილანის” ყოფილ მცველს ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ სანიოლის ხელფასი თვეში 20 000-ს შეადგენს. “რას ვაფასებ ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მისთვის თანხა, ფინანსები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, პირიქით… რომ გითხრათ რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. მისი ხელფასი 20 000-ია. […]
საპროცესო კანონის დარღვევები, განხილვის გაჭიანურება და სხვა – 20-ზე მეტი NGO გრიგორიადისის საქმეს აფასებს

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხილვები უსაფუძვლოდ ჭიანურდება. საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში ისინი ვარაუდობენ, რომ გრიგორიადისი “სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს”. “ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ […]
“ჰავანის სინდრომი” – ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთის გრუ-ს ერთ-ერთი მსხვერპლი თბილისში, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ცოლი იყო

The Insider-ის ერთწლიანმა გამოძიებამ, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან თანამშრომლობით, აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ასევე ცნობილი როგორც “ჰავანის სინდრომი”, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსული “მთავარი სადაზრერვო სამმართველოს” (GRU) ერთ-ერთი ქვედანაყოფის – 29155 – წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით. “ჰავანის სინდრომი” პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც კუბაში […]