ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება რასაკვირველია მიულოცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს […]

NGO-ები: ლაზარეს საქმე გაჭიანურებულად, საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციები ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ის გაჭიანურებულად, საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. “ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან […]

რუსეთი: დაღესტანში დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებით, 31 მარტს, სპეცოპერაციის შედეგად დაღესტანში დაკავებული პირები კავშირში არიან კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან. ФСБ-ს განმარტებით ოთხი პირისგან შემდგარი დაჯგუფება ტერორისტებს ფულითა და იარაღით ამარაგებდა, გარდა ამისა ჯგუფი დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ტერაქტს გეგმავდა. კრემლის მედიამ Ria Novosty ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ერთ-ერთი დაკავებული კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან კავშირს აღიარებს. “დაკავებისას ბინაში […]

Reuters: კროკუს სითი ჰოლის თავდასხმამდე ირანი რუსეთს შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებდა

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მოსკოვში კროკუს სითი ჰოლზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმამდე, ირანმა რუსეთი შესაძლო “ტერორისტული ოპერაციის” შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებული სამი პირი ანონიმურობის დაცვის პრინციპით ესაუბრა. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ “რუსეთში მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს რუსეთში შესაძლო მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც მაშინ მოიპოვეს, როცა ირანში […]

თეთრი სახლი ჟურნალისტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთები აღარ მოიპარონ

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ. გამოცემა BBC-ის ცნობით, პირველ ბორტზე (Air Force One) ჩატარებული ინვენტარიზაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკარგულია ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქროვილი თეფშები – ისინი სავარაუდოდ მოპარულია. მსგავსი პრეცედენტის შემდეგ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ სპეციალური წერილით მიმართა ჟურნალისტებს, რომ ნივთების წაღება აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან […]

შოტლანდიის მთავრობის წევრი: როულინგზე შესაძლოა სიძულვილის დანაშაულებზე საქმე აღიძრას

შოტლანდიის მსხვერპლების და საზოგადოების უსაფრთხოების მინისტრის, შოვან ბრაუნმა თქვა, რომ სიძულვილის დანაშაულებზე შოტლანდიის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა მწერალ ჯოან როულინგის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. ბრაუნის თქმით, შოტლანდიის პოლიციის გადასაწყვეტია დაიწყება თუ არა როულინგის დაკითხვა და გამოძიება ტრანსგენდერების არასწორი გენდერით მოხსენიების ბრალდებით. შოტლანდიაში მიღებული ახალი კანონი სიძულვილის დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს ასაკთან, სქესთან, გენდერთან, რასასთან, […]

ღარიბაშვილის მამის “მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა”

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ გასულ წელს ყოფილი პრემიერის მთავარი შემოსავლის წყარო მშობლების მიერ ნაჩუქარი ფული იყო, რომელიც ჯამში 150 000 ლარს შეადგენდა. 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, ღარიბაშვილს დედ-მამამ 180 000 ლარი აჩუქა. ყოფილი პრემიერმინისტრისა და ამჟამად ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამამისის ოფიციალურ საკუთრებაშია “მრავალმილიონიანი […]

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ირაკლი გოგიას საპატიო სიგელი გადაეცა

30 მარტს, სასტუმრო “ბილტმორში”, “ისრაელის სახლის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ახმეტელის თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს სცენა სპექტაკლიდან “ანე ფრანკის დღიური “ წარმოდგენის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში ხელოვნების გზით თანადგომისა და სოლიდარობისთვის ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ირაკლი გოგიას საპატიო სიგელი გადაეცა.

თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც თიბისი აქტივების მართვის, ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე. ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს. ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. თიბისი აქტივების მართვისა და დივერსიფიცირებული საკრედიტო […]

რეალურად რატომ არ უნდა ქართულ ოცნებას უბნების დამატება საზღვარგარეთ? – ივანე ბურდული

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება (ცესკო) პასუხისმგებლობას იხსნის და ამ პროცესს პროცედურებს, ვადებს და კანონმდებლობას უკავშირებს. პრობლემაში ასევე ადანაშაულებენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და მიმართვიანობას იმიზეზებენ. ყველა და ყველაფერია დამნაშავე, გარდა ცესკოსი, მაგალითად აღმოჩნდა რომ ინფორმაციას, თურმე, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო იძლევა დროულად და ზუსტად. 1. არსებობს მოლდოვის მაგალითი, სადაც 100 საარჩევნო უბანი […]