პარლამენტში 3 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

მიმდინარე სასესიო კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს 3 აპრილს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მსოფლიოში 3 279 მილიარდერია – რეიტინგში კვლავ ჩინეთი ლიდერობს

ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტის გლობალური სიმდიდრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიარდერი ნიუ-იორკსა (119) და ლონდონში (97) ცხოვრობს. რაც შეეხება უშუალოდ აზიას, ინდოეთში მილიარდერთა რიცხვი 92-ს აღწევს, პეკინში 91-ს, ხოლო შანხაიში 87-ს. ამჟამად მსოფლიოში 3 279 მილიარდერია (5%-ით მეტი, 2023 წელთან შედარებით). ქვეყნების რეიტინგის მიხედვით, სიაში კვლავ ჩინეთი ლიდერობს – 814 მილიარდერით. მეორე პოზიციაზეა ამერიკის […]
ხოდორკოვსკი: ეს პუტინისთვის ეპიკური პერსონალური ჩავარდნაა, რომლის გადაფარვასაც კრემლი ბოროტების “გაუბრალოებით” ცდილობს

მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც 15 მილიარდი დოლარის ქონებით, ერთ დროს, რუსეთის ყველაზე მდიდარ და “ფორბსის” მიერ მსოფლიოს მე-16 ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნეოდა, დღეს რუსეთის გარეთ პუტინის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მან რუსეთში, თაღლითობის ბრალდებით, 10 წლიანი სასჯერლი მოიხადა და პატიმრობის განმავლობაში ქონების დიდი ნაწილი დაკარგა – მათ შორის, რუსეთის მაშინ უმსხვილესი ნავთობის კომპანია “იუკოსი”. ამჟამად […]
ჩერგოლეიშვილი: რა მოტივითაც უნდა იყოს ნაკარნახევი, კვოტების გაუქმებას მივესალმები

“რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებას მხოლოდ მივესალმები.” – პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ეხმაურება. მანამდე, ამავე თემასთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილმა ასევე დაწერა, რომ ვერცერთი ქალი, რომელიც პარლამენტში “ოცნებიდან, ნაცმოძრაობიდან, გვარამია/მელიასგან, ლელოსგან, გახარიასგან” მოხვდება – ვერ შექმნის ლიდერი ქალის მაგალითს. “ყველა ქალი, […]
ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან, იანვარში დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, მათ პირველ აპრილს ქართულ მხარეს გადასცეს თბილისის მცხოვრები ალექსი ადეიშვილი, რომელიც საჯელს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით იხდიდა. “2024 წლის 10 იანვარს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ალექსი ადეიშვილი. […]
სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა […]
მამარდაშვილი „ვალენსიას“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ამას transfermarkt-ის მონაცემები მოწმობს. ესპანური საფეხბურთო კლუბის ქართველი მეკარე 35 მლნ დოლარადაა შეფასებული და ამ მონაცემით ის კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. სამეულში არიან ჟოზე გაია და ხავი გუერა, შესაბამისად მათი ფასები, transfermarkt-ის მიხედვით, 30 და 20 მლნ დოლარია. As-ი, სტატისტიკურ სააგენტო Opta-ზე დაყრდნობით, წერს, რომ 2024 წელს მამარდაშვილმა ლა […]
გიორგი გიგაშვილის არაჩვეულებრივი შესრულება

გიორგი გიგაშვილი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი. მისი ფენომენალური ნიჭიერება, შესრულების უმაღლესი ხარიხსხი მსმენელს დედამიწის ნებისმიერ წერტილში აღაფრთოვანებს. “არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ქართველი პიანისტი ბრამსის საფორტეპიანო კონცერტი No.1 ფინალურ ნაწილს ასრულებს.
კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვაა

კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას. „ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს […]
ჟურნალისტებმა ბაიდენის თვითმფრინავიდან ბალიშის პირები, სათვალე და მოოქრული თეფშები მოიპარეს – BBC

„ხელები შორს ბაიდენის ბალიშებისგან“, – ამ სათაურის სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ თეთრის სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს მოუწოდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ. BBC წერს, პრეზიდენტის ბორტზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაკარგულია პრეზიდენტის ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქრული თეფშები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოიპარეს. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს აფრთხილებ, რომ აშშ-ის […]