სირიაში ისრაელის იერიშს IRGC-ის ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა. ინფორმაცია მოჰამად რეზა ზაჰედის სიკვდილის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Saudi Al-Arabiya-ს საინფორმაციო ქსელში გავრცელდა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა. […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ გატაცებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია. “რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური […]

ირანის ცნობით, ისრაელმა ავიადარტყმით გაანადგურა ირანის მაღალი რანგის გენერალი დამასკში

ირანის მედიის ცნობით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკში, ირანის საელჩოს მახლობლად მდებარე შენობაზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ირანის ტელევიზიის ცნობით, ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი. ირანის მედიით გავლებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ისრაელის იერიში იყო ყუდსის ძალების მეთაურის გამიზნული მკვლელობა. მიმომხილველთა აზრით, […]

“ქართული ოცნება” აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მოეხსნათ მოსამართლეებს სანქციები

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართავს, რომ მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში ისაუბრა. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ […]

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი “ალ ჯაზირას” მაუწყებლობას შეუწყვეტს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს თქვა, რომ ქვეყანაში კატარის ტელევიზიის, “ალ ჯაზირას” დასახურად ნაბიჯებს გადადგამს. მან განაცხადა, რომ პარლამენტი კანონის რატიფიცირებას მალე მოახდენს. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებს “ალ ჯაზირას” დახურვის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, ნათქვამია პარტია “ლიკუდის” განცხადებაში. ისრაელი არხს, არაბულენოვან მაყურებლებს შორის, მისი საწინააღდეგო მასალების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიის მთავარმა ოფისმა ისრაელში […]

ერდოღანი პირობას დებს, რომ შეცდომებს გამოასწორებს

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაპ ერდოღანმა ორშაბათს პირობა დადო, რომ გამოასწორებს ნებისმიერ შეცდომას, რამაც თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში, მისი პარტიის დამარცხება გამოიწვია. წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის ფოკუსში ეკონომიკური პრობლემები იყო. კვირას გამართულ არჩევნებში, ერდოღანისა და მისი “სამართლიანობის და აღორძინების” პარტიამ (AKP) ყველაზე უარესი მარცხი განიცადა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც ოპოზიციურ პარტიებს სტიმული მისცა და გააძლიერა სტამბოლის მერის, […]

მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, დაიწყოს საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე, ამ მოთხოვნაში ჩვენ ვართ კატეგორიული

მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, დაიწყოს საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე, ამ მოთხოვნაში ჩვენ ვართ კატეგორიული საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს, დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, […]

მამუკა მდინარაძე – გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, რომ სანქციები, რომელიც მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ – ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, […]

საფრანგეთის შს მინისტრი – წლის დასაწყისიდან დღემდე ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთეთ

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთეთ, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ სამ ცალკეულ საქმესთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დავაკავეთ და პროკურორი გადაწყვეტს, იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები, კერძოდ, 13, 14 და 15 წლის ახალგაზრდები“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ […]

პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხის დაცემის შედეგად, ქალაქ რაბკა-ზდრუიში, სამი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი და ქალაქ ზაკოპანეში, ორი ადამიანი, მათ შორის, ცხრა წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამხრეთ პოლონეთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობებს სახურავები გადახადა. უამინდობის გამო პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, […]