ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია – სუს

რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას […]

შერმადინმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ესპანეთის ლიგის თვის MVP მე-13-ედ გახდა

“ლენოვო ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში მარტის MVP გახდა, რითაც ამ ტიტულის თავისივე რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გასულ თვეში ლიგა ენდესას ეგიდით 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო მისი ეფექტიანობის საშუალო კოეფიციენტი 22.4 გამოვიდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და თვის MVP-ც გახდა. შერმადინი საშუალოდ თამაშში […]

“უოტფორდი” ფრეს დასჯერდა – ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

ჩემპიონშიფის მე-40 ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ვესტ ბრომვიჩს“ დაუზავდა – 2:2. „უოტფორდი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრით დაკმაყოფილება მოუწია. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიოგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო. კლუბის საიტის ცნობით, მან მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა. „უოტფორდი“ 50 ქულით მე-14 ადგილზეა და 6 აპრილს „პრესტონს“ უმასპინძლებს. ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი 2:2 გოლები: 0:1 კაიემბე […]

სირიაში ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს IRGC-ის ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა. ინფორმაცია მოჰამად რეზა ზაჰედის სიკვდილის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Saudi Al-Arabiya-ს საინფორმაციო ქსელში გავრცელდა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა. […]

ომის შემდეგ, ფეხზე დადგომის ხელოვნება

„მასწავლებლობამ გადამარჩინა“,- გვეუბნება პედაგოგი გორიდან, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის საუბრობს გამოწვევებზე განათლების სისტემაში. გვიზიარებს სირთულეებთან გამკლავების ხედვას, თუ როგორ შეიძლება გამანადგურებელი ომის შემდეგ, ფეხზე დადგომა და განვითარებისკენ სწრაფვის შენარჩუნება.

აღიძრა შუამდგომლობა „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტის გამო დაკავებული კიდევ ერთი პირის დასაპატიმრებლად

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორშაბათს შუამდგომლობა აღძრა „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ ერთი პირის დასაპატიმრებლად. როგორც უწყება იტყობინება, საქმე ეხება ეჭვმიტანილ იაკუბჯონი იუსუფზოდს. გამოძიების ვერსიით, ის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ცხოვრებისთვის საჭირო ფულს ურიცხავდა თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს. ამასთან, ის ტერაქტის შემდეგაც განაგრძობდა გადარიცხვებს. სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ იუსუფზოდი 25 მარტს დააკავეს საბუთების […]

“ჰავანის სინდრომი“ საქართველოში – ჟურნალისტური გამოძიების დეტალები

განხორციელდა თუ არა თბილისში, ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმა, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან? – ეს არის კითხვა, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც The Insider-ის PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა. საუბარია სპეციალურ არალეტალურ აკუსტიკურ იარაღზე, რომლის დასხივებაც ჯანმრთელობის აუხსნელ დაზიანებას იწვევს და ცნობილია, როგორც „ჰავანის სინდრომი“. ჟურნალისტების საგამოძიებო მასალა საქართველოში განვითარებული მოვლენების აღწერით იწყება და მასში […]

Reuters – სირიაში ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა

სირიაში, ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედია. ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.

სებ-ი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, AnyDesk-ის) გამოყენებით ხორციელდება. სხვადასხვა მეთოდით – სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფააპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ […]

ქართულ ბაზარზე მაროკოული ავოკადო შემოვიდა, რომელიც თურქულზე მკვეთრად იაფია

EastFruit-ის ანალიტიკოსების თქმით, 2024 წლის მარტში, საქართველოს ავოკადოს ბაზარზე უჩვეულო მოვლენა მოხდა – პირველად განხორციელდა მაროკოდან ჰასის ავოკადოს პირდაპირი საბითუმო მიწოდება. ამან შესაძლებელი გახადა ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ არასტანდარტული ავოკადოს ჯიშისა და სახეობის შეთავაზება უფრო ხელმისაწვდომ ფასად – 1 კგ დაახლოებით $4,8. ზოგადად საქართველოში ავოკადოს სტანდარტული საცალო ფასი კილოგრამზე $6,5-დან $7-მდე მერყეობს და ძირითადად თურქეთიდან […]