თაღლითებმა სესხის გააქტიურება შეძლეს – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

საქართველოს ერვონული ბანკი მომხმარებელს თაღლითური ოპერაციების შესახებ აფრთხილებს. როგორც ეროვნული ბანკი წერს, ბოლო პერიოდში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის, (Any Desk) – ის გამოყენებით, რამდენიმე თაღლითური შემთხვევა მოხდა. მათი ცნობით, იყო ისეთი ტიპის შემთხვევებიც, როცა თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვა ანგარიშებზე გადარიცხვა. სებ-ის განცხადებაში აღწერილია, რომ თაღლითები მომხმარებლებს უბიძგებენ, კუთვნილ […]
შალვა პაპუაშვილი სიებში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე – მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით რაიმე კვოტის დაწესებას?

საკვირველია, ოპოზიციას ისე გამოსდის, რომ გვეხვეწებიან, ვაიძულოთ, რომ გარკვეული პროპორციით შეადგინონ თავიანთი სიები – თუ ასეთი პასუხისმგებლიანები არიან თავიანთი გადმოსახედიდან, თავისუფალნი არიან და სიები შეადგინონ ისეთი კვოტით, როგორითაც უნდათ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, თუ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ […]
Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან – 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე. წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არამხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც. „Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში […]
შალვა პაპუაშვილი – დონორების მიერ იატაკქვეშა მეთოდით, რადიკალური ჯგუფების და პარტიების უკანონო დაფინანსება ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი განცხადებით, რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს იმ სტანდარტებს, რომელიც საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებობს. მისივე მტკიცებით, დონორების მიერ იატაკქვეშა მეთოდით, რადიკალური ჯგუფების და ასევე, პარტიების უკანონო დაფინანსება ხდება. „სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, რომ აბსოლუტურად ყრუ კედელს მივაწყდით დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად უშუალოდ მქონდა არა ერთხელ საუბარი, როგორც […]
გიორგი ვაშაძე უმრავლესობას – თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? შეძლებდით ოჯახის შენახვას?! – თქვენ მდიდრდებით – ხალხი ღარიბდება

კითხვას ვუსვამთ უმრავლესობის წევრებს, თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით?! შეძლებდით ოჯახის შენახვას?! შეძლებდით ელემენტარულად სახლში, ბავშვებისთვის საჭმელი მიგეტანათ?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში სწორედ მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო წავიდა. “კითხვას ვუსვამთ უმრავლესობის წევრებს, თქვენ რომ 500-600 […]
ბექა ოდიშარია – სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს – ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს – ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სათანადო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასანქცირეს და ამით ე.წ. მე-5 კოლონა […]
შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების შესახებ ინფორმაციაზე – სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლა რომ უკან ბრუნდებიან? – ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ

სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლა რომ უკან ბრუნდებიან? -ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ. საზოგადოებამ იცის, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ […]
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და პროექტის განხილვის ეტაპები განმარტა. „ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს აქვს საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურები. ტექნიკურად დაინიცირდება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია. ვვარაუდობ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან […]
გიორგი ვაშაძე – რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ – ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის

რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ – ეს ცვლილება შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გენდერული კვოტების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არასწორია და მას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწინააღმდეგება. „ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ქალი კანდიდატები ჩვენ სიაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვართ […]
ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, არიან დაშავებულები

ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, არიან დაშავებულები. ეჭვმიტანილი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ფინეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ფინეთის ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას სკოლაში მოხდა, სადაც დაახლოებით 800 მოსწავლე სწავლობს. ამ დროისთვის სროლის შედეგად დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.