„კავეა სითი მოლის“ შემოსავალი „კავეა თბილისი მოლს“ 2-ჯერ აჭარბებს

საქართველოში კინოთეატრების უმსხვილეს ჰოლდინგს „კავეა“ ფლობს. ჰოლდინგი თბილისის მასშტაბით ოთხი კინოთეატრით არის წარმოდგენილი. კინოთეატრთან ერთად „კავეა“ ელექტრონული ბილეთებით ონლაინ ვაჭრობით და ონლაინ კინო პორტალის ოპერირებასაც ახორციელებს. „კავეას“ ოთხ კინოთეატრს გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კინოთეატრების მთლიანმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 22.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 11.6 მილიონი ლარით მეტი იყო. […]
პაპუაშვილი: მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით კვოტების დაწესებას?

განიმარტა მიზეზები, მათ შორის ის, რომ დროა პარტიებმა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა. მიკვირს პარტიების რეაქცია განსაკუთრებით, ვინმე უკრძალავს პარტიების შიგნით კვოტის დაწესებას? გუშინ ლელოს წარმომადგენელმა, ბატონმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ სია შეადგინონ კვოტის მიხედვით. ოპოზიცია რომ აპროტესტებს ამ საკითხს, გამოვიდნენ, დაუსვით კითხვა და გასცენ პასუხი, როგორი იქნება შედგენილი მათი სია, ექნებათ რაიმე კვოტა […]
“ნაპოლიმ” “გალათასარაის” მცველთან კონტრაქტი შეათანხმა

“ნაპოლიმ” “გალათასარაის” ცენტრალურ მცველთან ვიქტორ ნილსონთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი თურქული გამოცემა Fanatic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, დანიელმა მცველმა საკუთარ კლუბს უკვე აცნობა, რომ ზაფხულში “პარტენოპეიში” გადაბარგება სურს. გამოცემის ინფორმაციით, “გალათასარაი” 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “ნაპოლის” მოთამაშის სანაცვლოდ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია. ნელსონმა კარიერა “ნორდშელანდში” დაიწყო, […]
Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

“ლიბერთის” ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან – 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე.
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე

ბრენდ „ადამიანის“ ინიციატივით და მასთან თანამშრომლობით თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც გადაამუშავა სარეკლამო ბანერები. გარემოზე ზრუნვის მიზნით, დაძველებულ სარეკლამო ბანერებს, ახალი ფუნქცია შესძინა და მათგან პრაქტიკული ნივთები – ლეპტოპის და ზურგჩანთები შექმნა. თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. სარეკლამო მასალების გადამუშავების ინიციატივაც მიზნისკენ გადადგმული კიდევ […]
კვოტირების გაუქმებით ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ომბუდსმენის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები უგულებელყოფს ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და აუარესებს თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს. „აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ […]
3-5 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) […]
უკრაინა: შავი ზღვის თავზე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღაებულის ძალების სამხრეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, შავი ზღვის თავზე რუსული მოიერიშე-სადაზვერვო დრონი ფორპოსტი ჩამოაგდეს. მისი ღირებულება 7 მილიონი დოლარია. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, ილია ევლაშმა აღნიშნა, რომ ფორპოსტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონია და ის, ფაქტობრივად, ფუნქციებით ბაირაქტარის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს წააგავს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სამიზნეები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის იშვიათად ჩნდება. […]
დეკანოიძე: რეალური მმართველი ქალი ქვეყანაში არ მახსენდება – პარტიებშიც არ აქვთ ძალაუფლება

საქართველოში არ არსებობს პარტია, სადაც ქალებს აქვთ რეალური ძალაუფლება და ფული. ქალებს არ აქვთ ფული, რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, რომ შეკრიბონ საკუთარი პარტია – ყველა პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს კაცი… რამდენი მინისტრია ქალი საქართველოს მთავრობაში? – ორი, მე მგონი. ბოლოს როდის იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, რეალური მმართველი ქალი? – მგონი, არც არასდროს. ახლა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ასევე […]
რაისი: დამასკოში საელჩოზე ლაჩრული თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა დამასკოში ირანის საელჩოზე თავდასხმაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს ლაჩრული თავდასხმა ირანის მხრიდან უპასუხოდ არ ჩაივლის. სირიული და ირანული წყაროების მიხედვით, დამასკოში ირანის საელჩოზე სარაკეტო იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა. “წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლების რწმენასთან და ნებასთან მრავალი დამარცხების და წარუმატებლობის შემდეგ სიონისტურმა რეჟიმმა დაიწყო პირდაპირი მკვლელობები საკუთარი თავის გადასარჩენად” – […]