შალვა პაპუაშვილი – დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში

დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს კონსტიტუციით ეს უფლება დაცულია, ხოლო ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელი.
“ვნახეთ, რომ აქციებმა, რომლებიც პარლამენტთან იმართებოდა, საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი პროტესტი, ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელია.
განსაკუთრებით მივმართავდი დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არიან ხოლმე თანაორგანიზატორი აქციების და, სამწუხაროდ, სწორედ მათი მოწოდებებით იქცევა ეს აქციები ძალადობრივად. ამიტომ, დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, რომ არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია