ყაზახეთში ახალი აეროპორტი აშენდება

ყაზახეთში ხორგოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტი აშენდება. ყაზახურ-გერმანული Skyhansa LLP-ი პროექტს სამ ეტაპად განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მილიარდი ტენგეა. სავარაუდოდ, აეროპორტი ფუნქციონირებას 2027 წელს დაიწყებს, პროექტის სრულად დასრულება კი 2032 წლისთვის იგეგმება. ანგარიშის მიხედვით, ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა 50 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა საათში 500 ადამიანამდე იქნება. საერთაშორისო სატვირთო-სამგზავრო აეროპორტის […]
Mastcercard -ის და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან – 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე. წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არამხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც. „Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში […]
„ჩვენი ანბანი ხშირად მიაქვთ საჩუქრად უცხოური დელეგაციებისა და საელჩოებისთვის“ – მარიამ ჟორჟოლიანი

ხელოვნებათმცოდნე და კალიგრაფი ელენე მაჭავარიანი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ქართულ ხელნაწერებზე მუშაობს. 3 წლის წინ მისმა შვილიშვილმა, დიზაინერმა მარიამ ჟორჟოლიანმა ბებიის მიერ შესრულებული ხელნაწერი ანბანის ქაღალდზე კოპირება, ოქროს დეტალებით გაფორმება და გაყიდვა დაიწყო. კომერსანტთან“ საუბრისას „ხელნაწერის“ თანაავტორი ამბობს, რომ რამდენიმე თვეა, მეორე პროექტი დაიწყეს და წინ კიდევ ბევრი გეგმები აქვთ. ფასებს რაც შეეხება, ხელით შესრულებული, […]
ღაზაში იერიშს World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა

ღაზაში თავდასხმას საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. თავად ამ ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, მათი თანამშრომლები ისრაელის თავდასხმისას გარდაიცვალნენ. ორგანიზაციამ ღაზის სექტორში მუშაობა შეაჩერა. World Central Kitchen-ის ცნობით, მათი თანამშრომლების მანქანაზე იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა, მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარულმა მუშაკებმა ჩრდილოეთ ღაზის ერთ-ერთ დასახლებაში საკვები მიიტანეს. “ჩვენ ვართ განადგურებულები, რომ გვიწევს […]
სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცოლზე მუქარის ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებიან. საგამოძიებოს განცხადებით, 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საგამოძიებო უწყების თქმით, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას: „მიმდინარე […]
ეროვნული ბანკი ახალი თაღლითური სქემის შესახებ გვაფრთხილებს

საქართველოს ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, “AnyDesk”) გამოყენებით ხორციელდება. კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით – სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით – მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული […]
კვოტირების გაუქმებით ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ომბუდსმენის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები უგულებელყოფს ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და აუარესებს თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს. „აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ […]
ბექა ოდიშარია – ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა – დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის

ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, ან ტკბილეულის საყიდლად, ან ნაყინის და როგორ წარმოგიდგენიათ მრავალი მილიონი იქნა თურმე, გადმორიცხული იმისათვის, რომ ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა – დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ “მთავარი არხის“ გრანტზე საუბრისას განაცხადა. […]
რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს დილით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებს თავს დრონებით დაესხნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. „შვიდი ადამიანი დაშავდა. სერიოზული დაზიანებები არ არის, […]