ომბუდსმენი -კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს – დაუსჯელები არიან ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს – დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ […]
„ოცნება“ კატეგორიულად მოითხოვს, აშშ-მა მოსამართლეებს სანქციები მოუხსნას

„ქართული ოცნება“ ითხოვს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნას ქართველ მოსამართლეებს. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი რობერტ დანიგანის ელჩობის პერიოდში გადაწყდება. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, — საელჩოს, ქალბატონ ელჩს და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პირობებში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, — დაიწყოს საუბარი და ქართველ მოსამართლეებს […]
“ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო”- მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა

ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. იტალიელის თქმით, ის ჩადენილ საქციელს ნანობს. “ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეპიზოდით ვამაყობ. ვაღიარებ, ეს არ უნდა მომხდარიყო. იმ წელს, ბერლინში, ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა, ზიდანმა კი თავის მაისური შემომთავაზა, რაზეც ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც […]
ავსტრიის კანცლერი: ქვეყანას რუსეთის ჯაშუშური ქსელები ემუქრება

ავსტრიისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის გამო, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა, განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა. მისი თქმით, ეს პრობლემა განიხილება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ამის თაობაზე სააგენტო Associated Press-ი იტყობინება. კანცლერის განცხადება მოჰყვა საკონსტიტუციო დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამად უკვე გაუქმებული ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის დაპატიმრებას, რომელიც ჯაშუშობაშია […]
რაჭაში გასართობი აქტივობები ფაქტობრივად არ არის – სასტუმრო „ხათოსი“

რაჭაში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ხათოსის“ დამფუძნებელი, ბესო ხიდეშელი BM.GE-სთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაჭაში გასართობის აქტივობები, სადაც სტუმარი გარდა დასვენების და დათვალიერებისა რამით დაკავდება, ფაქტობრივად არ არის. მისი ინფორმაციით, სასტუმრო ონის რაიონში, სოფელ კომანდელში ორი წელია ოპერირებს და იმისათვის, რომ მათ სასტუმროში დასვენება მეტად მიმზიდველი გახადონ, მიმდინარე წელს სხვადასხვა აქტივობების დამატებას […]
პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დამატებით 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ არსებულ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად (გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, მესტიის, ჩხოროწყუს, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება. ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების […]
Adidas-ი გერმანიის ევროპის ჩემპიონატის მაისურიდან 44 ნომერს ამოიღებს

გერმანიის ნაკრების ფორმამ, რომლითაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე უნდა წარდგეს, გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში, ერთმა გერმანელმა ისტორიკოსმა გამოთქვა შეშფოთება სოციალურ პლატფორმა X-ზე, რომ მაისურის წინა და უკანა მხარეს დაბეჭდილი ნომერი 44 საოცრად წააგავდა (SS-ის ოფიცერთა ლოგოს) „ესესის“ სიმბოლოს, რომელსაც ოფიცრები ატარებდნენ ნაცისტურ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე არც ერთი მოთამაშე არ […]
„ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება“ – პაპუაშვილი

„ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება“ – პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და პროექტის განხილვის ეტაპები განმარტა. „ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს აქვს საყოველთაო სახალხო განხილვის […]
პაპუაშვილი ახალ რუსულ კანონზე: სახალხო განხილვა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მოტივით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება. “რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს – იცით, რომ საყოველთაო სახალხო განხილვას პროცედურები აქვს. მისი ტექნიკური ინიცირება მოხდება, შემდეგ კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. […]
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გულრიფშის ოლქში МИ-24 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა მარიონეტული რეჟიმის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია. აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურის, ადგურ გუმბას თქმით, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია.