ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს

ევროკავშირი ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World’s Central Kitchen-ის თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებით საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს. „ვგლოვობთ World’s Central Kitchen-ის ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც ღაზაში დაიღუპნენ. ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მოვუწოდებთ, ამ ტრაგედიის საფუძვლიანი გამოძიებისკენ“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკავშირმა, აშშ-სთან და კვიპროსთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი […]
ომბუდსმენი – 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა – კიდევ უფრო გართულებული

შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება – საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ […]
მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მოქალაქეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მდინარე რიონზე, გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 32 კილოგრამი თევზი. თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული დიდი […]
ფაგების ცნობადობის გაზრდა მომხმარებელთა ახალ სეგმენტებში იგეგმება

ფაგების მნიშვნელობა უახლოეს წლებში, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა კი სულ უფრო ღრმავდება. „ბიოქიმფარმის“ მენეჯერის რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ინფექციების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონ 300 ათასი ადამიანი იღუპება, 2050 წლისთვის კი ამ მიზეზით ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს. ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, […]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“-დან „სტაბილური“-თ შეცვალა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა. Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk […]
სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, […]
ქუთაისში 3 აპრილს დასაქმების ფორუმი გაიმართება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქუთაისში 3 აპრილს დასაქმების ფორუმი გაიმართება. სამუშაოს მაძიებლებს, ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ექნებათ, 35-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდნენ და 350 -ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ. ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება: საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე – საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით. გარდა დასაქმების […]
უფრო მეტად ვიშრომოთ, უფრო მეტად პროფესიონალები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში და უფრო მეტი გავიღოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად
„რადგან ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია, მე ვითავებ ამ საქმეს და მოვითხოვ ყველა პასუხისმგებელი დარგებისგან, რომ სპორტი მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი როგორც პროფესიულად, ასევე თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, რათა ჩვენ ვიყოთ ჯანსაღი ერი და ამგვარი წარმატებები არ იყოს ერთჯერადი ჩვენს ცხოვრებაში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლა დეპუტატმა […]
გაიცანი თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ გამარჯვებულები

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის” მე-5 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია. პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა – გვანცა ხახიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა – ლუკა სოფრომაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტმა – ელენე ბეჟანიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა – გიგი მიშელაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო – S&P 500-ის […]
ირაკლი ზარქუა – საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ ბოდიშის მოხდა ეკუთვნით – გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას!

საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ ბოდიშის მოხდა ეკუთვნით – გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, განცხადებას გააკეთებს, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება შეცდომა იყო. “[ამერიკის] საელჩო, მთელი თავისი ამფსონებით ამ […]