ფინეთში დაწყებით სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, დაჭრილია სამი ბავშვი

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკიში ვიერტოლას დაწყებით სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაჭრილია სამი ბავშვი. დაჭრილი მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მცირეწლოვანი მოსწავლე, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, ჰელსინკის პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. ვიერტოლას სკოლაში პირველიდან მეცხრე კლასამდე სულ 800 მოსწავლე სწავლობს. “მყისიერი საფრთხე აღარ არსებობს” – თქვა ვიერტოლას სკოლის დირექტორმა Reuters-თან საუბრისას, თუმცა ინციდენტზე სხვა კომენტარი […]
ვინ არიან კროკუსის ტერაქტის საქმის მეცხრე და მეათე ფიგურანტები

კროკუს სითი ჰოლის ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან 10-ის პროცესი უკვე ჩატარდა და ათივე წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა მეცხრე და მეათე ფიგურანტების ვინაობა და ის, თუ რაში სდებენ მათ ბრალს. 29 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მეცხრე ფიგურანტს – ნაზრიმადა ლუტფულოის. მას, როგორც დანარჩენ გასამართლებულებს, ბრალად ედება ტერორიზმის […]
ჩინეთმა არუნაჩალ პრადეშში 30-მდე ადგილს სახელი შეუცვალა – ინდოეთი აპროტესტებს

2 აპრილს ინდოეთმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე არუნაჩალ პრადეშის შტატში ჩინეთის მიერ 30-მდე ადგილისთვის სახელის შეცვლა გააპროტესტა, პეკინის ნაბიჯს “სულელური” უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შტატი ინდოეთის ტერიტორიის “განუყოფელი” ნაწილია. “გამოგონილი სახელების მინიჭება არ შეცვლის იმ რეალობას, რომ არუნაჩალ პრადეში არის, იყო და ყოველთვის იქნება ინდოეთის ხელშეუვალი და განუყოფელი ნაწილი”. – თქვა ინდოეთის საქმეთა სამინისტროს […]
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა – საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული […]
ხატია დეკანოიძე „გირჩს“: აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ კანონპროექტი, რომელიც პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებზე „გირჩი” „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმდა. სანაცვლოდ, ოპოზიციური პარტია მზად არის, მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე. პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა […]
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდა სამხედრო ვერტმფრენი მი-24

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში ჩამოვარდა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი მი-24. ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, განუცხადა ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს” აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ადგილზე მივიდა დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.
გაიცანი თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ გამარჯვებულები

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ მე-5 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია. პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა – გვანცა ხახიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა – ლუკა სოფრომაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)სტუდენტმა – ელენე ბეჟანიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა – გიგი მიშელაძემდაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო – S&P 500-ის ფონდი გადაეცათ. […]
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მოქალაქეებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის AnyDesk) გამოყენებით ხორციელდება. “კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით – სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით – მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ […]
ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია

ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება. სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა […]
“აჭარისწყალი ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად 10 მეწარმე ქალს ბიზნეს პროექტი დაუფინანსა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, აფინანსებს პროგრამას „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს “აჭარისწყალი ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით 10 ქალ […]