რამდენი Porsche 911, Rolls Royce-ი, Maybach-ი, Ferrari და Lamborghini დადის საქართველოში

საქართველოში სულ რამდენიმე ათასი მაღალი კლასის ავტომობილი არის რეგისტრირებული. ამასთან, აღნიშნული კლასის ავტომობილების რაოდენობა ასობით ავტომობილით იზრდება. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 46 Ferrari მოძრაობს, Lamborghini-ის მარკის 37 ავტომობილი არის რეგისტრირებული, ასევე Porsche 911-ის 222 ერთეული სხვადასხვა მოდელი; 76 Porsche Taycan-ი. ასევე ავტომობილების რეგისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში მოძრაობს 19 Aston Martin-ი, Bentley-ის მარკის 94 ავტომობილი, 89 […]
შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს, სწორედ ეს არის უცხოური ჩარევა არჩევნებში

მივაწყდით აბსოლუტურად ყრუ კედელს. რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს, ხდება რადიკალური ჯგუფების, პარტიების იატაკქვეშა და უკანონო დაფინანსება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, სადაც მდინარაძემ აღნიშნა, რომ: „ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული […]
ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – შემთხვევით იმასაც ხომ არ გააპროტესტებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელებმა უნდა შეაფასონ ქართული გუნდი? – ასეთ მარაზმამდე ხართ მისული

ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქიბუქი, შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებთ შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, […]
სახალხო დამცველი – გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები

წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა – საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემური […]
სანდრო რაქვიაშვილი – არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების უცნაური რეაქცია – თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით

არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების უცნაური რეაქცია. გვერდით გადავდებ ისტერიკას და ლანძღვას, რომელსაც 2 დღე ვისმენ – თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც […]
სახალხო დამცველი – წლების განმავლობაში ნარჩუნდება ფემიციდის კუთხით არსებული გამოწვევები – 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა

წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები – 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, ამასთან, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯ […]
ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას – თქვენ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, 200 000-ით არის გაზრდილი გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა და ამ დროს იტყვით, რომ ეკონომიკური ზრდა გაქვთ – ყველა დისკუსიიდან გარბიხართ, რაც ხალხის კეთილდღეობას, ხელფასებს ეხება

თქვენთვის რომ იქმნება ეკონომიკური კეთილდღეობა და მდიდრდებით, მოსახლეობამ ეს კარგად იცის, მაგრამ ამ გაძვირებულ პროდუქტებზე, უმუშევრობაზე, დაბალ ანაზღაურებაზე, იქნებ, ვინმეს აღმოგაჩნდეთ პასუხისმგებლობა და მოსახლეობას პასუხი გასცეთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან პარლამენტის ტრიბუნაზე წარმოადგინა ბანერები წარწერით „რეალური უმუშევრობა – 539 611“, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას“. […]
შალვა პაპუაშვილი ნატო ჩხეიძეს – არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ, რაც თქვენ გააკეთეთ, სირცხვილია – პარლამენტის შენობა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატების, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან არსებულ კედელზე ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათის დაკიდებას სამარცხვინო ქმედებას უწოდებს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მას ნატო ჩხეიძემ მოუწოდა, რომ თავისი ბრძანებით პარლამენტში გამსახურდიას ფოტოსურათის დაკიდება კანონიერი გახადოს. პაპუაშვილის შეფასებით, ჩხეიძის განცხადება გამსახურდიას სახელით სპეკულირებაა და […]
პოლონეთი ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად პოლონელი ჰუმანიტარული მუშაკის დაღუპვის ფაქტზე ისრაელისგან განმარტებებს ითხოვს

პოლონეთი ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად პოლონელი ჰუმანიტარული მუშაკის დაღუპვის ფაქტზე ისრაელისგან განმარტებებს ითხოვს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. „ისრაელის ელჩს, იაკოვ ლივნეს სასწრაფო ახსნა-განმარტება პირადად ვთხოვე“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაღუპული მოხალისის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მუშაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლონეთი საკუთარ გამოძიებას დაიწყებს. […]
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, შინმოვლის მომსახურების განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, შინმოვლის მომსახურების განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მუნიციპალური და დონორული თანადაფინანსებით წლებია ახორციელებს შინმოვლის პროგრამას რამდენიმე მუნიციპალიტეტში. როგორც გამოცდილი სერვისის მიმწოდებელი, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს […]