ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა. შემთხვევა გულრიპშის რაიონში მოხდა. როგორც გამოცემა აფსნიპრესს უთხრეს, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია.

ოცნების ქალი დეპუტატები კვოტებზე: პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმაა, მთავარ ამოცანას მიაღწია

ნინო წილოსანი ქართული ოცნების ქალი დეპუტატების სახელით კვოტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი კვოტირებას პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმას უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი მთავარი ამოცანა უკვე მიღწეულია. “ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული […]

დეკანოიძე: პრემიერი იყო ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მის პენსიონერ მამას მილიონები აქვს

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მამამისი პენსიონერია, მაგრამ “ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს”. “კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერმინისტრად გყავდათ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მის პენსიონერ მამას მილიონები აქვს და ამ დროს, თვითონვეა ორჯერ გაგდებული ზუსტად კორუფციის გამო თანამდებობიდან”, – თქვა დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით […]

რა წერია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა: 📢 საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386 გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. […]

რას ყვება გათავისუფლებული ,,კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი

ვაპირებ მოსკოვში ცხოვრებას, გავთავისუფლდი ავადმყოფობის გამო – ინტერნეტში ციხიდან გათავისუფლებული 71 წლის “კანონიერი ქურდის” შაქრო კალაშოვის ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ციხის დატოვებამდე რუსი გამომძიებელი კითხვებს უსვამს. კალაშოვის ვიდეოს გამოცემა “პრაიმ კრაიმი” ავრცელებს. კალაშოვი თავად ყვება, რომ ციხე გლაუკომას დიაგნოზის გამო დატოვა და არა სასჯელის მოხდის სანაცვლოდ. კითხვაზე სად აპირებთ ცხოვრებას, კალაშოვი პასუხობს რომ მოსკოვში. რუ­სეთ­ში კა­ლა­შო­ვი […]

ფინეთის ქალაქ ვანტააში სროლა იყო სკოლაში, არიან დაშავებულები

ფინეთის ქალაქ ვანტააში სამშაბათს დილით სროლა იყო სკოლაში. სამი ბავშვი დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში მოათავსეს, წერს სააგენტო Reuters-ი ფინეთის პოლიციაზე დაყრდნობით. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სროლა იყო ვიორტოლის რაიონის სკოლაში, რომელშიც 800 მოსწავლეა პირველიდან მეცხრე კლასამდე და მასში 90 ადამიანი მუშაობს. პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც 13 წლისაა. დაშავებულები აგრეთვე 13 წლისანი არიან. „უშუალო საფრთხემ ჩაიარა“, […]

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკს რეიტინგი გაუზარდა (რ)

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა. Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk […]

წილოსანი: კვოტირებამ გარკვეულწილად უკვე მიაღწია ამოცანას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უმრავლესობის ქალი დეპუტატები სახელით გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. პოსტში აღნიშნულია, რომ კვოტირება ქალთა გაძლიერების “დროებითი, მაგრამ არა ერთადერთი ზომა იყო და მან “გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას”. წილოსანის თქმით, უმრავლესობა ქალების გაძლიერებას არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ მათი ინიციატივებით […]

სრული სიცრუეა, რომ გრანტი ლგბტ პროპაგანდისთვის მივიღეთ – მთავარი არხი

მთავარი არხი ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხმა გრანტი ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად მიიღო, უარყოფს და დეზინფორმაციად მოიხსენიებს. “ხელისუფლებისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ დასახელებულ კონკრეტულ მიზნებს – თითქოს, მთავარმა არხმა მიიღო გრანტი სასამართლოს დისკრედიტაციისა და ლგბტ-პროპაგანდისთვის, ეს არის თავად ხელისუფლების მიერ გამოგონილი სრული სიცრუე, რაც მარტივად ამოსაცნობია: ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ […]

Азимут-მა სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო

რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. “რეისი საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით არის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Азимут-ის პირველი უცხოური მიმართულება, რომელიც 2024 წელს გაიხსნა”. – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ – ორშაბათს და კვირას შესრულდება. Азимут-ი თბილისისკენ დაფრინავს რუსეთის კიდევ ოთხი ქალაქიდან: […]