ქალები საპარლამენტო უმრავლესობიდან კვოტების გაუქმებას ემხრობიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. წერილში ნათქვამია, რომ კვოტირება ქალთა გაძლიერების “დროებითი, მაგრამ არა ერთადერთი ზომა იყო და მან “გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას”. “უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით გვსურს კვოტირების თემაზე მიმდინარე პროცესს გამოვეხმაუროთ. ქალების გაძლიერების ათწლეული ჩვენ […]
ჩვენ აქ ძალიან კატეგორიულები ვართ. მუქარას არ ვაპირებთ, ნამდვილად. ჩვენ შესაბამისი ტონი გვაქვს – მამუკა მდინარაძე

ჩვენ აქ ძალიან კატეგორიულები ვართ. მუქარას არ ვაპირებთ, ნამდვილად. ჩვენ შესაბამისი ტონი გვაქვს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ აშშ-ის საელჩოსადმი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა: „ერთი მხრივ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს, მეორე მხრივ, ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ქართველი მოსამართლეების უსაფუძვლო სანქცირება წარმოშობს სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს. მათ შორის სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას. მაგალითად, […]
არ მოტყუვდე, ფაქტების გადამოწმება უკვე ძალიან მარტივია – მითების დეტექტორის ჩატბოტი

პირველ აპრილს თუ მოგატყუეს, 2 აპრილს „ფაქტჩეკინგის“ ანუ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო დღეა და „მითების დეტექტორი“ შესაძლებლობას გაძლევს ინფორმაცია კიდევ უფრო მარტივად და ეფექტურად, ინოვაციური ტელეგრამ ჩატბოტის – @MYTHDETECTOR_BOT-ის მეშვეობით გადაამოწმო. „დიდი რაოდენობის მონაცემების პირობებში, როდესაც ადამიანებს უჭირთ გაფილტრონ ან გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც სოციალურ ქსელებში აწყდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება იმისთვის, რომ გამარტივდეს ეს […]
წილოსანი ირწმუნება, რომ კვოტირებამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი ირწმუნება, რომ გენდერულმა კვოტირებამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. საპარლამენტო უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში გაიზარდა და “ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა” დღეს საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 27 ქალია, რაც სრული შემადგენლობის 19,4%-ია. ამ მაჩვენებლით […]
„მაისიდან 20 ათასზე მეტი მოქალაქე მომატებულ კომპენსაციას მიიღებს“ – ზაზა ლომინაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი […]
ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

„ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის ექიმები დაესწრნენ, რომლებსაც კომპანიამ პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრის მთავარი მიზანი ის საერთო ღირებულებები გახლდათ, რომლებიც „ვოლვოსა“ და ექიმებს აერთიანებთ – ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ ვოლვოს გუნდის სახელით […]
„აზიმუტი“ პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება – ოთხშაბათობით და კვირაობით. უახლოეს რეისებზე ფასები $170-$550 დოლარის ფარგლებშია. 2023 წლის მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.
სპალეტიმ სკუდეტოს მოგების შემდეგ დე ლაურენტისს თხოვნით მიმართა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “პარტენოპეი” დატოვა. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი მის შემცვლელად რუდი გარსია დანიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა მოლოდინები ვერ გაამართლა და თანამდებობა დაატოვებინეს. Repubblica-ს ცნობით, სპალეტიმ დე ლაურენტისს სთხოვა, რომ მის შემცვლელად ვინჩენცო იტალიანო აერჩია, თუმცა კინოპროდიუსერმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, იტალიანო ამჟამად “ფიორენტინას” მწვრთნელია, თუ წამყვან […]
Pussy Riot-ის მონაწილესა და „მედიაზონის“ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს დაუსწრებლად მიუსაჯეს კოლონიაში პატიმრობა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ პანკჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილესა და „მედიაზონის“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს დაუსწრებლად მიუსაჯა 8 წლითა და ოთხი თვით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების მუხლით. ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“. სასამართლომ ვერზილოვს ასევე აუკრძალა ვებსაიტების ადმინისტრირება სამი წლისა და ათი თვის განმავლობაში. საქმის აღძვრის საბაბი გახდა სოცქსელების პუბლიკაცია უკრაინის […]
პროექტ „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, დამატებით 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, საქართველოში გაეროს […]