ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „ბელტას“ ცნობით, გომელის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში 2-4 აპრილს, გომელის ოლქის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, როგაჩოვისა და კორმიანსკის რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად სამხედრო სწავლება გაიმართება. სამხედრო სწავლების მიზანს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად ტერიტორიული თავდაცვის […]
ენგურჰესი დღეიდან ერთი კვირით გაჩერდება

სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ენგურჰესი“ ავრცელებს. „სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს. გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი […]
ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე […]
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც თიბისი კაპიტალის უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით ხაზგასასმელია წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული და, ასევე, უკვე […]
სახეზეა მორიგი ოქსიმორონი – ქართულ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს
სახეზეა მორიგი ოქსიმორონი – ქართულ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე “მქადაგებელი” ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული ზურაბ […]
ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს
ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს 2015 -17 წლებში რუსთავი-2 ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეების მიმართ გამოიყენა ტერმინები – გაუნათლებელი, კორუმპირებული, მარიონეტი, თემიდის ფსევდომსახური, ცულით შეიარაღებული, დაქირავებული, არამზადა, მონა, კრიმინალური ჯგუფის ლიდერი, ჯალათი, არაკომპეტენტური, თაღლითი, ნაძირალა, მექრთამე, მოღალატე, სამარცხვინო, ბიძინა ივანიშვილის მონა, ყველა […]
კომპრომეტირებული ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დაერთებული და დროის ამბავია მისი გარდაუვალი სიკვდილი

კომპრომეტირებული ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დაერთებული და დროის ამბავია მისი გარდაუვალი სიკვდილი “ფაქტობრივად, ქართული კომპრომეტირებული ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დაერთებული და დროის ამბავია მისი გარდაუვალი სიკვდილი,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. ქადაგიძის თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, მხოლოდ ორი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი – ქართველი ხალხი და მისი ინტერესების გამტარი პოლიტიკური ძალა […]
თუკი საზოგადოების ბედი ასე აწუხებთ, რატომ იყო სიღარიბე მათ დროს 2-ჯერ მეტი!? რატომ იყო საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ ნაკლები!? რატომ იყო პენსია 3-4-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს არის?
თუკი საზოგადოების ბედი ასე აწუხებთ, რატომ იყო სიღარიბე მათ დროს 2-ჯერ მეტი!? რატომ იყო საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ ნაკლები!? რატომ იყო პენსია 3-4-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს არის? „ცრუ ციფრები გამოფინეს. თუკი თითოეულ გამოფენილ ბანერს თუ ბროშურას ქვეშ მიაწერენ “2003-1012 წლები”, მაშინ ტყუილს ასცდებიან, რადგან ეს სრულ შესაბამისობაშია იმ დროსთან, როდესაც სწორედ ეს ვაჟბატონები იყვნენ ხელისუფლებაში“, – […]
ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეაფასა | ძირითადი მიგნებები

სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386-გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 2023 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 849 განცხადება შევიდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ 3 […]
აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა. ეკიკპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.