„რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება“ – დაცული ტერიტორიების სააგენტო

„რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება“ – დაცული ტერიტორიების სააგენტო რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომსა და ჯინჭვისში საინფორმაციო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად […]

როგორ ვითარდება დეველოპერული სექტორი? – “აპექს დეველოპმენტის” შეფასება

“აპექს დეველოპმენტის” კომერციული დირექტორი, გიორგი ბაქრაძე, BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში აღნიშნავს, რომ თებერვალში საქართველოს ეკონომიკის 9.5%-იანი ზრდა დეველოპერულ სექტორზეც აისახა და მოლოდინები, რომლებიც წლის I კვარტალისთვის კომპანიას ჰქონდა, გადაჭარბებით შესრულდა. გიორგი ბაქრაძის თქმით, სამშენებლო სექტორის ასეთი ზრდა კონკურენტებს შორის ახალ გამოწვევებს აჩენს. “პროგნოზები, რომლებიც იანვარ-თებერვლის თვეში გვქონდა, რომლებიც ბიზნესისთვის, როგორც წესი, ნელი პერიოდია, არ […]

რიკოთის გვირაბში 3-5 აპრილს ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დეპარტამენტი აზუსტებს, რომ პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 3 აპრილიდან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად იქნება შესაძლებელი. დროის ამ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. […]

რეპრესიები სასამართლო სისტემაში – მოსამართლის ქმარი იძულებული გახადეს სამსახურიდან წასულიყო

რეპრესიები სასამართლო სისტემაში – მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერს, იძულებული გახადეს საერთო სასამართლოების სისტემიდან წასულიყო. ამის შესახებ განცხადება მოსამართლე მაისურაძემ ცოტა ხნის წინ თავად გაავრცელა. მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა. ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ […]

„ჩემი ინფორმაციით, გიორგი ებანოიძის ცოლიც სასამართლოში მუშაობს… ჩნდება კითხვა, ეჭვიც და ვარაუდიც…“ – რას წერს ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე მადონა მაისურაძის შემთხვევას ეხმაურება: „მოსამართლე მადონა მაისურაძემ დღეს დაწერა, რომ მისი პოზიციის გამო ქმარს (რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობდა) სამსახურის დატოვება მოუწია. მადონა მაისურაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგება, რადგან მას ნათქვამი აქვს, რომ: “მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ”. დღესაც იგივეს იმეორებს. ამის პარალელურად, […]

„კატასტროფული მდგომარეობაა, სხვა სიტყვებით ამ მოვლენას ვერ აღვწერ“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოსა და სომხეთის დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს და წერს: „ამ ცხრილებში მოცემულია ბუნრბრივი მატების მაჩვენებლების შედარება საქართველოსა და სომხეთს შორის. საქართველოში მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა. ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად უარესდება მოსახლეობის ბუნებრივი მატების მდგომარეობა. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გარდცლილთა რიცხვი აღემატება დაბადებულთა რაოდენობას. სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში-მიხედავად იმისა, […]

თათრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა უკრაინის უშიშროების და დაზვერვის მიერ არის ორგანიზებული – კიევი

საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე სანავთობო და სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე შორი მოქმედების დრონებით იერიში უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. უკრაინული წყაროების ცნობით, დრონის იერიშის შედეგად განადგურდა ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ადრეული ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი. მანამდე, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად ერთი დრონი თავს დაესხა ქალაქ […]

ტრაგედია ბათუმში – 33 წლის კაცი ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა. “tv 25”-ის ინფორმაციით, იგი პნევმონიის მძიმე ფორმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, 1 აპრილს, დილით მოათავსეს. ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე საათში კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 33 წლის კაცი, სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული. ინფორმაციას არ ადასტურებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ვირუსი იყო, თუმცა ანალიზები კვლევაზეა გაგზავნილი და პროცესი […]

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი

ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც თიბისი კაპიტალის უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით ხაზგასასმელია წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებითი გაუმჯობესება. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის […]

ფინეთში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა

ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ის 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია ასევე 12 წლის ბავშვი. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. სკოლაში, სადაც სროლა მოხდა, 7-დან 16 […]