ალექსანდრე ლუკაშენკო – ჩვენ ვემზადებით ომისთვის – თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. “თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის,” – ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება. „თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის […]
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – რომ არა „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო

თქვენ გაწირეთ მოქალაქეები და რომ არა “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს დღეს აქვს დაცული მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც მისივე შეფასებით, […]
იაგო ხვიჩია – ნორმალურმა ქალბატონებმა მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის – არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ

არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც ის მიმაჩნია, რომ მე და ჩემი პარტია ქალებს ვჩაგრავდით ოდესმე და რამე საბოდიშო ამ მიმართულებით გვაქვს, პირიქით, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხვიჩიამ პარლამენტის დეპუტატებს […]
ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა

ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პოლიცია ავრცელებს. ფინეთის პოლიციის ცნობით, დღეს დილით, ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას სკოლაში სროლის შედეგად, დაშავებული სამი მოსწავლიდან ერთი გარდაიცვალა და ორის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებული ეჭვმიტანილი 12 წლის არის. პოლიციამ ვიერტოლას სკოლაში სროლის შესახებ ზარი ადგილობრივი დროით 09:08 საათზე მიიღო.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო […]
ბექა ლილუაშვილი – დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება

დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის “საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კი არა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა. „დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით […]
ბექა ოდიშარია ანა დოლიძეს – ემიგრანტების სვე-ბედი რომ გადარდებდეთ, ალბათ, სხვაგვარად მოიქცეოდით – ემიგრანტების თემით მანიპულაცია გრძელდება

სამწუხაროდ, გრძელდება ემიგრანტების თემით მანიპულაცია. როზნერის შედგენილი მესიჯბოქსი ვირუსულად ვრცელდება და გუშინ ვიხილე კიდევ ერთი ემიგრაციის ახალგამომცხვარი გულშემატკივარი, რომელმაც ჩემი აბსოლუტურად რეალისტური და მართლაც გულწრფელი მიმართვა დიასპორისადმი კონტექსტიდან ამოგლიჯა, დაამახინჯა და გადააკეთა. მე განვაცხადე, რომ ვისურვებდი დიასპორა უფრო აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში. გარდა სახელმწიფოებრივი ინტერესისა, მაქვს პარტიული ინტერესიც, რადგან მხარდამჭერთა პროცენტული ოდენობა საზღვრებს შიგნით […]
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილს დაიწყება

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყება და 15 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან/და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა. […]
ვუგულშემატკივროთ ლინა წიკლაურს – vote Lina Tsiklauri

იტალიის ქალაქ უდინეს საერთაშორისო კონკურსში ქართველი სოპრანო, ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, ასევე, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი, მდიდარი ვოკალური მონაცემებით, დახვეწილი საშემსრულებლო ტექნიკით, სცენური მომხიბვლელობითა და ინტელექტით ცნობილი ლინა წიკლაური მონაწილეობს. კონკურსი, ამ ეტაპზე, ონლაინ მიმდინარეობს. ლინა უკვე ნახევარფინალშია და იმისთვის, რომ ფინალში მოხვდეს და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვოს ჟიურის შეფასებასთან ერთად საჭირო […]
საქართველოში ძლიერი ქარი და შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.