კვარაცხელიას გუნდს ახალი დირექტორი ეყოლება – ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის ერთ-ერთი წამმართველი მანა იქნება

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დადრულების შემდეგ “ნაპოლის” ახალი სპორტული დირექტორი ჯუზეპე მანა გახდება. ის ამჟამად “იუვენტუსში” მუშაობს და ტურინულ გუნდში სწორედ “პარტენოპეიდან” გადასული კრისტიანო ჯუნტოლის მარჯვენა ხელია. სწორედ ამ ადამიანთანაა დაკავშირებული “ვეკია სინიორას” მთავარ კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება. მოკლედ, ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი მანას […]

ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ

რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა. “ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამდენმა მეგობარმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომილოცა. ეს ადასტურებს, რომ გენეტიკურად ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ქვეცნობიერად ვნერვიულობთ ერთმანეთზე და ეს ძალიან მომწონს. როდესაც ჩვენი გუნდი ევრო 2024-ზე გავიდა, იმავე ღამეს დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიჭებმა დამირეკეს და მომილოცეს. […]

ანა წითლიძე – ქვეყანას კორუფციით გამდიდრებული, მდიდარი ელიტა მართავს – მინდა გკითხოთ, უმრავლესობის წევრებს, რა გახდა უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში

ქვეყანას კორუფციით გამდიდრებული, მდიდარი ელიტა მართავს. მე მინდა გკითხოთ, უმრავლესობის წევრებს, რა გახდა უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში, როდესაც ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს სკოლებში შიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ ესმის დედების, რომლებსაც შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ. „პირველ რიგში, ვულოცავ […]

გიორგი ტყემალაძე – თბილისის მუნიციპალიტეტი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ წარმატებით ახორციელებს

მსოფლიოში დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს წევრები „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავს“ ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, „ევექსის“ დირექტორმა […]

ქეთევან თურაზაშვილი – პარლამენტში თუ ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ოჯახში ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ისევ ქალები ვართ – ანუ, რა გამოდის, რომ ეს ხმა ჯერ უნდა შეამციროთ და საერთოდ აღარ უნდა ისმოდეს?

ამ პარლამენტში თუკი ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ოჯახში ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე და ქალებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, ისევ ქალები ვართ, განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე. ანუ, რა გამოდის, რომ ეს ხმა ჯერ ისევ უნდა შეამციროთ და მერე საერთოდ აღარ უნდა ისმოდეს? – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ […]

ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო რუსეთში ვიზიტს გეგმავს

ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ნიკოლას მადურომ სატელევიზიო გადაცემაში ვენესუელაში რუსეთის ელჩს, სერგეი მალიქ-ბაღდასაროვს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება. „გადაეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ მე მას მალე ვესტუმრები“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ. მადუროს ვიზიტი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს. ნიკოლას მადურომ რუსეთში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

თაკო ჩარკვიანი – რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება მათთვის

რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა”, მით უკეთესი იქნება მათთვის, – ამის შესახებ „კანონის და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება. როგორც ჩარკვიანი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, დაიბრუნებს თუ არა დეკანოიძეს გუნდში. „მათი საქმეა დაიბრუნებენ თუ არა, მაგრამ […]

ომბუდსმენი 7-8 მარტზე: ესკალაციის მიზეზად ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იქცა

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში გასული წლის 7-8 მარტის აქციების შესახებ წერს. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, საკითხის შესაფასებლად მან შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა. ომბუდსმენი შსს-ს მხრიდან ძალიან გამოყენებას აკრიტიკებს. როგორც ანგარიშიდან ვკითხულობთ, სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შეკრების მონაწილეთა რა რაოდენობა მიმართავდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და რა […]

“შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა”- ომბუდსმენი შოვზე

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ერთ-ერთი თავი 2023 წელს შოვში მომხდარ სტიქიას ეხება. სახალხო დამცველი წერს, რომ საქმეზე შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა. ომბუდსმენის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით. “გამოძიებამ უნდა […]

„მნიშვნელოვანია, სამედიცინო ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს“ – მიხეილ სარჯველაძე

„მნიშვნელოვანია, სამედიცინო ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს“ – მიხეილ სარჯველაძე „მნიშვნელოვანია, სამედიცინო ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტების საუკეთესო ინტერესის დაცვაა და შეხვედრა სწორედ იმისთვის იმართება, რომ ეს ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული “ჯანმრთელობის დაცვის სექტორში, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს […]