გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ცხვედიეთი, ბიბილაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, აჩხოტი, არშა, გაიბოტენი და მიმდებარე […]

უკრაინა: თათრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ჩვენმა ძალებმა მიიტანეს იერიში

2 აპრილის დილას, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო. როგორც გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წერს, ქარხანაზე შეტევა უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა. უკრაინული შორი მოქმედების დრონი მოხვდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადრეული ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარს, რომლის სიმძლავრე 8 მილიონ ტონას შეადგენს, […]

ვეტინგის მომხრე მოსამართლე ქმარზე ზეწოლაზე საუბრობს – ბრალდებას სასამართლოს დეპარტამენტმა უპასუხა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ მისი პოზიციის გამო სასამართლო სისტემაში დასაქმებული მისი ქმარი იძულებული გახადეს, სამსახური დაეტოვებინა. მოსამართლე საუბრობს ზეწოლაზე, რასაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხზე თავის პოზიციას უკავშირებს. „ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი [ჩემია] […]

რუსეთში სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს მოთხრობა, რომელიც ტყვე კავკასიელი მებრძოლისადმი რუსი ჯარისკაცის ჰომოსექსუალურ ლტოლვაზეა

ე.წ. ლგბტ თემების პროპაგანდის გამო რუსეთის სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს რუსი მწერლის, ვლადიმირ მაკანინის, მოთხრობა “კავკასიელი ტყვე”. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, სახელმწიფო დუმის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე იანა ლანტრატოვაზე დაყრდნობით. დეპუტატი ირწმუნება, რომ იგი“ მშობლებისგან მასობრივად იღებდა მიმართვებს“ იმის შესახებ, რომ მოთხრობა სასკოლო პროგრამაში შედიოდა. “ეს მოთხრობა დატყვევებული კავკასიელი ‘ბოევიკისადმი’ რუსი ჯარისკაცის […]

სტამბოლში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაშავდა

სტამბოლში ღამის კლუბში დილით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა. მერის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს და დაშავებულებს საავადმყოფოში მკურნალობენ. დაზიანებულებს შორის 7 მძიმედ დაშავდა. ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს.

მგონია, რომ ქალბატონი დანიგანი შეასრულებს პირობას, რაც გულისხმობს ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში შესრულდება პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს. ექსპერტის თქმით, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებს დაუმსახურებლად, მტკიცებულებების გარეშე აღარ “დასჯიან”. “ქალბატონი დანიგანი საღად მოაზროვნე ელჩია, რაც დაამტკიცა […]

“მიგრანტების პირველადი ნაკადი საქართველოს ტოვებს, მიზეზი ბინადრობის მოწმობაა” – თორნიკე სულაბერიძე

2023 წელს It სექტორში შემოსავლების 53%-ით, $784 მილიონამდე ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიგრანტების ეფექტს ასახელებს. როგორც თორნიკე სულაბერიძემ BMG-სთან აღნიშნა, საქართველოში შემოსულ საერთაშორისო კომპანიებს მიგრანტებიც მოჰყვნენ.

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სტამბოლის მერზე, ექრემ იმამოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. იმამოღლუმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰუმანტარული დახმარების მუშაკების დაღუპვაზე – ომის დროს ეს ხდება – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ განმეორდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 7 მუშაკის დაღუპვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომის დროს ეს ხდება“. „ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ძალებმა უნებლიედ დაარტყეს უდანაშაულო ადამიანებს ღაზის სექტორში. ეს ხდება ომის დროს. ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ მას, გვაქვს კონტაქტები მთავრობებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, […]

დავით ხაჯიშვილი – რომ არა ჩვენი ემიგრანტები, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ადამიანებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

უმძიმესი სოციალური-ეკონომიკური პირობების გამო, 800 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა და რომ არა ჩვენი ემიგრანტები, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ადამიანებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც რეალურად ზრდიან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური […]