ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ […]

პოლონეთი ისრაელის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

მას შემდეგ რაც ღაზის სექტორში ისრაელის იერიშების შედეგად პოლონეთის მოქალაქე დაიღუპა, ოფიციალურმა ვარშავამ პოლონეთში ისრაელის ელჩისგან განმარტებები მოითხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ექსში“ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გაავრცელა. „მე პირადად ვთხოვე ისრაელის ელჩს სასწრაფო ახსნა განმარტება. [..] მან დამარწმუნა, რომ პოლონეთი მალე მიიღებს ამ ტრაგედიის შესახებ გამოძიების შედეგებს“,- დაწერა სოციალურ ქსელში რადოსლავ სიკორსკიმ […]

ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით პროკურატურამ ჰოლანდიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის მიმართა. “საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით” – […]

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი საყიდლები იყო

2023 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 5%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ინფორმაცია, PMCG კვლევითი ცენტრმა 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2023 წელს ვიზიტორების თითქმის ნახევარმა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი (43%), რომელსაც მოსდევდა სომხეთი (15%), ევროკავშირი (14%) და რუსეთი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6814 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6814 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6814 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენდა. […]

“ჩვენი გუნდის წევრ ქალებს ნამდვილად არ სჭირდებათ წახმარება რაღაც ხელოვნური ფორმით, ყველას თავისი ღირსეული ადგილი უკავია” – მამუკა მდინარაძე

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ არანაირი წახმარება ქალებს არ სჭირდებათ. “ქალთა კვოტირებას რაც შეეხება, რაღაც ეტაპზე, ჩვენ დაგვჭირდა ერთჯერადად ჩავრეულიყავით ხელოვნურად და ეს აქვთ ევროპის ქვეყნებს პოზიტიური გამოცდილების სახით. დღეს მიგვაჩნია, რომ არანაირი წახმარება ქალებს არ გჭირდებათ არც ჟურნალისტიკაში, არც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ […]

პიტერ სტანო – უკრაინის ჰიდროელექტროსადგურებზე დარტყმები პუტინის პასუხია ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მასთან მშვიდობა შესაძლებელია

უკრაინის ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ რუსეთის დარტყმები პასუხია მათთვის, ვისაც პუტინთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკების ჯერ კიდევ სჯერა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაგრძელებასა და გაძლიერებას, როდესაც რუსეთი უკრაინელი ხალხის ტერორიზებას აგრძელებს ასობით რაკეტისა და დრონის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმების განხორციელებით, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6814 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6814 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6814 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენდა. […]

მიხეილ ყაველაშვილი – უფრო მეტად ვიშრომოთ, უფრო მეტად პროფესიონალები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში და უფრო მეტი გავიღოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად

რადგან ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია, მე ვითავებ ამ საქმეს და მოვითხოვ ყველა პასუხისმგებელი დარგებისგან, რომ სპორტი მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი როგორც პროფესიულად, ასევე, თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, რათა ჩვენ ვიყოთ ჯანსაღი ერი და ამგვარი წარმატებები არ იყოს ერთჯერადი ჩვენს ცხოვრებაში , – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლა […]

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – თუ თქვენ და ღარიბაშვილი ახერხებთ ყოველდღიურად გამდიდრებას, რატომ ვერ ახერხებს ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე?

თუ თქვენ და ღარიბაშვილი ახერხებთ ყოველდღიურად გამდიდრებას, რატომ ვერ ახერხებს ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მანჯგალაძემ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მმართველ გუნდს მიმართა, რომ საქართველოს მოქალაქეების რეალური პრობლემების ნაცვლად, „გამოგონილ საკითხებზე” საუბრობენ. „ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, არსებობს საკითხები, რომლებსაც გააჩნია ეროვნული […]