გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ცხვედიეთი, ბიბილაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, აჩხოტი, არშა, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს თიანეთში რუსთაველის, ლაშარის, არტნის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში და სოფელ გლდანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
­

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში