კასპაროვი: პუტინის რეჟიმი დაინგრევა სევასტოპოლში უკრაინის დროშის აღმართვით

უკრაინის დროშა სევასტოპოლში არის ერთადერთი შანსი რუსეთისთვის, ისტორიის ახალი თავი დაიწყოს, ამბობს გარი კასპაროვი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, “პუტინის რეჟიმი” მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხებით დაინგრევა.

მამუკა მდინარაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ბრიფინგი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ საპარლამენტო უმრავლესობის შეკრების მიზეზი მოსამართლეთა სანქცირების, მმართველი გუნდის მიმართ „ვეტინგის“ მოთხოვნისა და ლგბტ პროპაგანდასთან […]

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს. CNN-ის ინფორმაციით, ნოემბრის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული პირველი სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა განიხილეს ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობები, ასევე სხვა საკითხები, რომლებმაც დაძაბეს ვაშინგტონი-პეკინის ურთიერთობა, მათ შორის ტაივანი, ჩინეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ცხვედიეთი, ბიბილაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, აჩხოტი, არშა, გაიბოტენი და მიმდებარე […]

ჯო ბაიდენი – ისრაელი არ აკეთებს საკმარისს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დასაცავად. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ითხოვს, ისრაელმა სწრაფი გამოძიება ჩაატაროს თავდასხმის შესახებ, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. ”ეს კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე უარესია, ბოლო პერიოდის მეხსიერებაში, დაღუპული ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების რაოდენობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბაიდენმა. მისი შეფასებით, World Central Kitchen-ზე […]

WP – აშშ-მა რუსეთი „კროკუსზე“ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო, – ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობას არ ასახელებს. „სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო […]

ჯონ კირბი – აშშ ეძებს გზებს უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გასაწევად

აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინელებისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის გზების ძიებას, როგორც ეს გასულ თვეში გააკეთა, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. “ჩვენ უკვე შემოვიღეთ გარკვეული გადაუდებელი ზომები. თქვენ ნახეთ, როგორ შეძლო პენტაგონმა მიეღო 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი მათთვის. გავაგრძელებთ ძებნას და ვნახოთ, კიდევ რა […]

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში 3-დან 9 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას, ესტონეთს და ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მოახლოებული […]

სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, “კოლხეთთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “ტორპედოს” მწვრთნელმა სტივ კინმა დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე შეაქო: “დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან – ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს […]

NATO უკრაინის დასახმარებლად $100 მილიარდიან 5-წლიან გეგმას განიხილავს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის დასახმარებლად მოკავშირეებმა რეზერვი შექმნან, რათა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინას $100 მილიარდით დაეხმარონ. სტოლტენბერგის წინადადებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს პროცესი ივლისში NATO-ს ლიდერების შეკრებამდე არ დასრულდება. ამ ინიციატივას ალიანსის წევრი 32 სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება. ამასთანავე, დახმარების პაკეტის ფარგლებში შესაძლოა, ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” ხელმძღვანელობა აშშ-ს […]