უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანაია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანაია საქართველოში ჩამოასვენეს. სამხედრო 22 მარტს ავდეევკასთან რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან დევნილია და იგი აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში იღებდა მონაწილეობას. ცნობილია, რომ მას განმუხურში დაკრძალავენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს

დღეს პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ელოდებიან. ვიცე-პრემიერი კანონმდებლებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. პროცედურის მიხედვით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
დღეს 11:00 საათზე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს

დღეს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები მედიასთან არ გაკეთებულა.
ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა

ამერიკელი მუსიკოსი ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა. როგორც გამოცემა წერს, მომღერლის ქონებამ წელს პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 2023 წლის ოქტომბერში მუსიკოსის წარმატებული ტურნეს დამსახურებაა. „ფორბსის“ მიხედვით, ტეილორ სვიფტის ქონება 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ის პირველი მუსიკოსია, რომელიც მილიარდერთა სიაში მხოლოდ საკუთარი სიმღერებისა და წარმოდგენების წყალობით მოხვდა. „ფორბსის“ […]
გენდერული კვოტირებისა და პარტიული სიების წარდგენის საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად

გენდერული კვოტირება და პარტიული სიების წარდგენა – საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად. ცვლილებების ავტორი „გირჩია“, რომელსაც მმართველი გუნდიც მხარს უჭერს. კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა […]
წყალი შეწყდება! – გადაამოწმეთ მისამართები

GWP, 3 აპრილს, სამგორის რაიონში, გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. “3 აპრილს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, ს. თაყაიშვილის ქუჩაზე ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 3 აპრილს, 10:00 საათიდან 3 აპრილის 21:00 საათამდე, […]
ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენად იყიდით დოლარსა და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6814 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.
WP: აშშ რუსეთს აფრთხილებდა კონკრეტულად „კროკუს სიტი ჰოლზე“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომ მოსკოვში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ვაშინგტონის გაფრთხილება ზოგადი ხასიათის იყო. გამოცემა Washington Post-ი შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი 6 მარტს გააფრთხილეს სწორედ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ ისლამისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ. გამოცემის თანახმად, გაფრთხილების კონკრეტული შინაარსი ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული იყო […]
3-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე – შტორმი, ზოგან – წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს. ჭანიას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, „აზოვის“ ბრიგადაში იბრძოდა და ის ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა.