ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ტრანსგენდერებსა და სქესის “არმქონე” ადამიანებს მიმართავს, რომ მათთვის იბრძოლებს
1-ლ აპრილს, ჯო ბაიდენის მთავრობის ადმინისტრაციამ ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე იზეიმა. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი ტრანსგენდერებსა და არაბინარულ ადამიანებს, ანუ მათ, ვინც არც ქალად და არც მამაკაცად მიიჩნევს თავს, მიმართა და უთხრა, რომ იბრძოლებს მათი თავისუფლებისთვის “ჩვენი ერის თითოეული წევრი უნდა იყოს თავისუფალი. ტრანსგენდერების ხილვადობის დღეს მე ვეუბნები ყველა ტრანსგენდერს და არაბინარულს – ჩვენ თქვენ […]
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და გადმოცემის მოთხოვნით ჰოლანდიას მიმართა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და გადმოცემის მოთხოვნით ჰოლანდიას მიმართა. ამ ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს. ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლების სახელით იმყოფება ნიდერლანდებში, სადაც მან “სამართლიანობის აღდგენის” კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ადეიშვილი საქართველოს უნდა გადმოეცეს – გიორგი კახიანი

სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და პასუხისგებაში მიეცეს. საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდეს ევროპის სახელმწიფოებში და ასეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა. „სამწუხაროა, რომ […]
ის ჰოლანდიელი მოსამართლე, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება, თავად აღმოჩნდა კორუფციულ გარიგებაში ჩართული

საქართველოს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ არის, ვიდრე მოლდოვას და ალბანეთის სასამართლო სისტემები და არ მესმის, რატომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან, თუ ამაში არ არის ინტერესი? – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, ვეტინგის სისტემას საქართველოს ფოჩიანი კანფეტის სახით აწვდიან, თითქოს ეს სისტემა მხოლოდ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ეხება. „საქართველო […]
დასავლეთის სანქციების არიდების მიზნით, ყირგიზეთი რუსულ საგადახდო ბარათებს აღარ მიიღებს

ყირგიზეთის ეროვნული საგადახდო სისტემის ოპერატორმა 2 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული Мир-ის საგადახდო სისტემის ბარათებს აღარ მიიღებენ, ვინაიდან ამან შესაძლოა ყირგიზეთის საფინანსო სექტორი დასავლური სანქციების საფრთხის წინაშე დააყენოს. ყირგიზეთის ბანკთაშორისი დამუშავების ცენტრის (Межбанковский процессинговый центр, ასევე IPC) განცხადებით, ქვეყანაში Мир-ის საბანკო ბარათები ძალას 5 აპრილიდან დაკარგავენ, რათა “მეორეული სანქციების რისკი შემცირდეს”. IPC-ის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი […]
ვიცით ყველაფერი თქვენზე, მაგრამ, ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ – ნიკა გვარამია

“ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ” – ამ სიტყვებით მიმართავს “ოცნების” ხელისუფლებას ნიკა გვარამია. გვარამიას თქმით, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება და პოლიტიკური შურისძიება არ უნდა მოჰყვეს ცვლილებებს. “ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველა ვარიანტში, არ შეიძლება მართლა გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც დგას ორ შიშზე – ომის შიშსა და სირცხვილის შიშზე და ამუნათებს ადამიანებს ამ ორი […]
“ვაჭმევდით – სახლში გაკეთებული საჭმელი მიგვქონდა… კუდამოძუებული გამომიშვეს” – წერილი “ოცნებას” და თბილისის მერს

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, მოქალაქე გოგლიკო კობახიძე, რომელსაც, როგორც წერს, არ აქვს სახლი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე და მთელი 3 წელი ელოდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველჰყოფის განცხადებაზე პასუხს, წერს: სამწუხარო იყო დღეს ჩემთვის ის ფაქტი რომ ესე კუდამოძუებული გამომიშვეს თბილოსის მერიიდან უსახლკაროთა რეგისტრაციის საქმეში უარი დამიმტკიცდა – მე ჩემ არასრულწოვან შვილს და […]
სამხრეთ კორეამ რუსეთის ორი მოქალაქისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

სეულმა დააწესა სანქციები ორი რუსი ფიზიკური პირისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ, ასევე ორი გემის მიმართ, რომლებიც, როგორც ამბობენ, „დაკავშირებულნი არიან ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობასთან“. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები გავლენას მოახდენს Lady R-სა და Angara-ს გემებზე, რომლებსაც სეულის განცხადებით სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. ასევე სანქცირებული იქნა კომპანიები Intellect და Sodeistvie, ისევე როგორც მათი ლიდერები. სანქციები […]
პირდაპირ ვესაუბრეთ ისრაელს და დავარწმუნეთ – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი მოუწოდებს ისრაელს, დაიწყოს გამოძიება საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ღაზაში საქველმოქმედო ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. „ჩვენ პირდაპირ ვესაუბრეთ ისრაელის მთავრობას ამ კონკრეტულ ინციდენტზე. ჩვენ მოვუწოდეთ მათ სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ, რათა გავიგოთ, რა მოხდა ზუსტად“, – განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის […]
შსს-ს ოთხუცნობიანი განტოლება – “მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ!”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის მოქალაქეებთან: “გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმრავლეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ.” უწყება არ აკონკრეტებს, რომელ რაიონებშია მოსალოდნელი ძლიერი ნალექი, ან რა სახით, რა სიძლიერის, როგორ უნდა გავფრთხილდეთ? არც იმას გვწერს, დარჩით სახლში და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენ ნაცვლადო. იმასაც კი […]