მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა

მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა. „დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და ნაჩვენებია კარლ ვოთსონის მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე. ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული […]
გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? – რა იქნება საჭირო ჩეხებთან..

1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენლალყების სერია მართლაც ისტოტრიული გამოდგა, რადგან “პანენკას პენალტი” დღეს ფეხბურთის ყველა გულშრმატკივარმა იცის, რომელი სტილიც ჩეხმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა. თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტეიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელდ გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა […]
ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მათივე ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც „საქართველოს ფოსტა“ ფუნქციონირებს, არ გადასულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი სამყარო გაძლევთ შანსს, ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საშუალებას მოგცემთ, რამე ღირებული შექმნათ ხელოვნებაში, ან მოიფიქროთ რამე არაორდინარული, საინტერესო ადამიანებთან ერთად. კურო შესაძლოა, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც საკმაოდ სარგებლიანი იქნება სამომავლოდ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ან შესაძლოა ახალი საქმიანობაც წამოიწყოთ ერთობლივად. ტყუპები სხვადასხვა მოვლენებით დახუნძლული დღეა. დიდია ალბათობა, აღმოჩნდეთ საჭირო დროს, […]
„მოვა დრო შენ ღიმილით მოგვისმენ, როგორ გვენატრებოდი, სანამ შენ გეძინა…”, – რას წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი?

ზურა ბერიკაშვილს გასული წლის 28 დეკემბერს გული გაუჩერდა. ის გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი მდგომარეობით. მსახიობის დისშვილი ანო მაისურაძე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. “მჯერა, მოვა დრო,ჩვენ მოგიყვებით, შენ ღიმილით მოგვისმენ, როგორ გვენატრებოდი, სანამ შენ გეძინა”, – დაწერა ამჯერად ანო მაისურაძემ.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

3 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კარტოზიას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 […]
“უმცროსი ბორჯღალოსნები” | როტაციით საფრანგეთთან

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა “ექვსი ერის” ფესტივალის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 აპრილს საქართველო, ჩვენი დროით 17:30 საათზე, საფრანგეთს ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში ირლანდია 50:7 დაამარცხა. შეგახსენებთ, სამი დღის წინ “უმცროსი ბორჯღალოსნები” შოტლანდიას ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ 22:14 იმარჯვა. ფესტივალის დებულების თანახმად, რადგან ის განვითარებას ემსახურება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე სამიდან მინიმუმ ერთ […]
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს, 3-დან 8 აპრილის ჩათვლით, მალტა უმასპინძლებს. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ლიხტენშტაინს, ანდორას და მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდელთა ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩების განრიგი 3 აპრილი | ლიხტენშტაინი V საქართველო 5 აპრილი | ანდორა V საქართველო 8 აპრილი | მალტა V საქართველო U16 | შემადგენლობა მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი), მათე […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. „უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ნაწილებმა Shahed-ის ტიპის დრონები ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში გაანადგურეს“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 4 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. ასევე, რუსებმა დონეცკის ოლქს სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.
112 მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ცნობით, 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, […]