გია ვოლსკი – თუ გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება, ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა თანხას და რა მიზნით იღებენ არასამთავრობოები

თუკი დღეს გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა რაოდენობის და რა მიზნით იღებენ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვოლსკი განმარტავს, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა […]

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს

ნატო-ში აშშ-ის ელჩის, ჯულიან სმიტის განცხადებით, აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს. „რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმებს, აშშ ამას მხარს განსაკუთრებით არ უჭერს. ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინელების უფლებაზე, რომ თავიანთი ტერიტორია დაიცვან და თავიანთი ტერიტორიიდან რუსები განდევნონ, სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს”, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯულიან სმიტმა. […]

ლონდონის პოლიცია: ირანელ ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა ქვეყანა დატოვეს

ლონდონის პოლიციის განცხადებით, იძიებს 29 მარტს ირანელ ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეს, თუმცა გამომძიებლებს ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი არ დაუდგენიათ. 3 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სამი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში, რომლის დროსაც ფეხში დაჭრეს სპარსულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტი პურია ზერაათი. პოლიციის ცნობით, სამმა კაცმა ინციდენტიდან ცოტა ხანში მანქანა მიატოვა და რამდენიმე საათში ქვეყანაც დატოვა. ზერაათი მუშაობს […]

ოპოზიციის დეპუტატების თქმით, საჭიროა ბრძოლა, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს

ოპოზიციის დეპუტატები თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ. ქალი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. „ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო „ქართულ ოცნებასთან“, პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ “რუსული კანონი” და […]

ისრაელის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ღაზაში საკვების შეტანა შეაჩერა რამდენიმე ჰუმანიტარულმა კომპანიამ

ისრაელის ახლო მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, 3 აპრილს დაგმეს ჰუმანიტარული კომპანიის შვიდი თანამშრომლის დაღუპვა ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად. ამ შემთხვევამ რამდენიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უბიძგა, შეეწყვიტა საკვების შეტანა პალესტინელებთან, რომლებსაც მწვავე შიმშილი ემუქრებათ. ორგანიზაცია World Central Kitchen-ის თანამშრომელთა დაღუპვამ წინაღობა შეუქმნა აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გაიხსნას საზღვაო კორიდორი დახმარების შესატანად კვიპროსიდან ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც […]

სულ მცირე 7 დაღუპული და 700-ზე მეტი დაშავებული – ტაივანი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ კუნძულ ტაივანზე მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი და 700-ზე მეტი დაშავდა. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით შენობა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ. მიწისძვრა დღეს, 3 აპრილს, მოხდა. ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ჰუალიანიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. ტაივანის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 7,2 იყო, ხოლო აშშ-ის […]

მდინარაძე ამბობს, რომ ყოფილი ელჩი „გლობალური ომის პარტიის ინტერესებს წარმოადგენდა“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ აცხადებს, რომ ამავე კანონის წინააღმდეგ „ისტერიულ კამპანიას“ შარშან სათავეში ჩაუდგა „ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი“, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას, – კანონისა, რომლის მიღებამაც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა […]

გაიცანი სამთო-გეოლოგიური პროფესიები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია არემჯის თანამშრომლობის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „გაიცანი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი“ – ამ მიზნით ფაკულტეტმა, დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს უმასპინძლა. შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ორივე სკოლის […]

„ქართული ოცნება“ ევრო-აზიური ტირანიისკენ მიისწრაფვის — აუსტრევიჩიუსი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ. „როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრო-აზიური ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ არის“, — წერს ევროპარლამენტარი X-ზე. Looks like the ruling party of Georgia is turning towards the […]

პაპუაშვილი დაიმუქრა, რომ მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც “რუსულ კანონს” გამოიყენებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება იყო. შელაპარაკება ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ტერმინი რუსული კანონის ხსენებას მოჰყვა. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატები გააფრთხილა, ამ ტერმინის ხსენების შემთხვევაში, მათ მიკროფონებს გაუთიშავს. “კიდევ ერთხელ, ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახლა ქართულ პარლამენტში ეწევით. ანტიქართული პროპაგანდისა და ამის ძახილის უფლებას აქ არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც “რუსულ კანონს” […]