საპარლამენტო უმრავლესობა – წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისთვის” […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – მარტში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 4 ათასზე მეტი ბომბით, რაკეტითა და დრონით განახორციელა

მარტში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 4 ათასზე მეტი ბომბით, რაკეტითა და დრონით განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მხოლოდ მარტში რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 600-ზე მეტი Shahed-ის ტიპის დრონი და 3 ათასზე მეტი მართვადი ბომბი გამოიყენეს. აღნიშნულ ტერორიზმს უკრაინის სხვადასხვა ქალაქები და სოფლები განიცდიან, რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით სასაზღვრო […]

საპარლამენტო უმრავლესობა – „ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. ლგბტ- პროპაგანდაში, კამპანიებში, რომელთა მიზანი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა

„ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. „ლგბტ“-პროპაგანდაში; კამპანიებში, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა; საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში; საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ა.შ. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში […]

ქუთაისში ჩატარებულ იდეათონში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალგაზრდების ფავორიტი გუნდი დაასახელა

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, გამართულ ახალგაზრდების იდეათონში, ერთ-ერთი გამარჯვებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი გახდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, იდეათონის ჟიურის ერთ-ერთი წევრი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მთავარი ინჟინერი ფრიდონ ახალაძე იყო. მათივე ცნობით, კომპანიის განსაკუთრებული მოწონება სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიმსახურეს, რომლებმაც ჭკვიანი, მულტიფუნქციური სკვერის იდეა […]

აუსტრევიჩუსი: როგორც ჩანს საქართველო ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის

“როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი.” – წერს ევროპარლამენტარი.

ივანიშვილი რუსული კანონის საკითხზე ოცნების თანამოაზრეა

“გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში.” – თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგის შემდეგ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსული კანონი ოცნებამ ხელახლა დააინიცირა. “პირდაპირ გეუბნებით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები […]

NGO-ები: გენდერული კვოტის გაუქმება არღვევს ქალთა უფლებებს და ეწინააღმდეგება ხალხის ნებას

“სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს” – 80 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმებას ეხმაურება. “საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსი ქვეყნის მოსახლეობის ნების პირდაპირი გამოხატულება და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. კვლევების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ წარმომადგენლობას […]

კვოტების გაუქმება აფერხებს ევროინტეგრაციას – 80-ზე მეტი NGO

80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, არ გააუქმოს გენდერული კვოტირების პრინციპი. მათი შეფასებით, კვოტების გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. „ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. წინსვლის ნაცვლად (შესრულებული სამი რეკომენდაციიდან ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის და […]

“რუსულ კანონს არ მიგაღებინებთ!” – ქალი დეპუტატების საგანგებო განცხადება

„რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს – ქალი, ოპოზიციონერი დეპუტატები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებენ. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა”. ოცნება გვაბრუნებს, წარსულში – უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების […]

80 ორგანიზაცია გენდერული კვოტირების გაუქმებას უარყოფითად აფასებს

80 ორგანიზაცია ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ორგანიზაციები წერენ, რომ კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო და წინსვლის ნაცვლად, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების კანონპროექტის […]