გაგივიდათ შარშან, წელს არ გაგივათ! – პაპუაშვილი ოპოზიციას

პარლამენტში რუსული კანონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მიკროფონების გათიშვით რამდენჯერმე დაემუქრა. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა და ისევ ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი, სინამდვილეში, ქართულია. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ის, რაც ოპოზიციას შარშან გაუვიდა, წელს აღარ გაუვა. ყველას გავუთიშავ მიკროფონს. ანტიქართულ პრორაგანდას არ დავუშვებ! გაგივიდათ შარშან, წელს არ გაგივათ! ნუ ატყუებთ ხალხს! ეს […]

რონალდომ მესის კიდევ უფრო გაასწრო – კრიშტიანო მოედანზე კვლავ ბრწყინავს

ინფორმაციისთვის, ეს პორტუგალიელისთვის კარიერაში 65-ე ჰეთ-რიქი (55 კლუბში და 10 ნაკრებში) იყო, მესის ანგარიშზე კი 57 ჰეთ-თრიქია (48 კლუბი და 9 ნაკრები).

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივის გაკრიტიკებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას ეხება. დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართლი ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება […]

შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს – ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს – ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს

ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული“ უწოდა. როგორც დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას […]

რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ – ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე – არ შერჩებათ, ივანიშვილი იქნება დასანქცირებული, ხალხი გამოვა ქუჩაში!

ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული. ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე – არ შერჩებათ, ხალხი გამოვა ქუჩაში, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ქართულ ოცნებას” მიმართა. გოცირიძის განმარტებით, ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. “ეს არის რუსული კანონი, რუსული […]

თამარ კორძაია უმრავლესობას – ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები – შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს

ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები – შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს, – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. როგორც კორძაიამ აღნიშნა, მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს. „მე არ მაქვს კითხვა მომხსენებელთან, […]

ალეკო ელისაშვილი – ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის

ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ! – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტი სახელწოდებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი […]

ქვემო ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა, რომელიც განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე […]

„საქპატენტის“ შუამდგომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სტაჟირებას ესპანეთში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) გაივლიან

„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა და პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში ქართული უნივერსიტეტების გაწევრიანების დეტალები გააცნო. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ერეკლე ასტახიშვილი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პან-ევროპული პროფესიული სტაჟირების პროგრამა (Pan-European Seal (PES) Programme) გულისხმობს, […]

რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს – ვითომ დასავლურობას რომ აწვებით, თქვენთან მაქვს შეკითხვა

განსაკუთრებით ქალებს მოვუწოდებ „ქართული ოცნებიდან“, ქალთა უფლებების დამცველად რომ მიაჩნიათ თავი, ჯერ კი დამალულები არიან, ძალიან რცხვენიათ, LGBT პროპაგანდაზე რომ დაგავალებთ პარტია ლაპარაკს და რომ აჭიკჭიკდებით, ზოგიერთები რომ საფრანგეთში ცხოვრობდით და ზოგიერთი რომ გავლით ხართ ნამყოფი პარიზში, ვითომ დასავლურობას რომ აწვებით, მდინარაძის უკან ნუ იმალებიან, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ ქალ […]