ლევან დავითაშვილის განცხადებით, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის […]
სალომე ზურაბიშვილი – გამწვავებისკენ იწვევენ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი – გამოიწვიოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ

გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ [პროპაგანდაზე] თუ რუსული კანონის მეორედ შემოტანა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი გამოწვევაა საზოგადოების და პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. „არა და არა – ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას […]
თამაზ გაიაშვილი თბილისის მერიის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისით დაინტერესდა

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ის თბილისის მერიის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისით ისარგებლებს, – ამის შესახებ მან „ბიზნესპარტნიორს” განუცხადა. „ძალიან მაგარი წინადადებაა. ვფიქრობ, აღნიშნული შეთავაზებით ყველა ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს, მათ შორის, მეც”, – აღნიშნა გაიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას უკვე 16 წელია გეგმავს. მისი ინფორმაციით, […]
„არჩევნებზე უნდა გავიდეთ უდიდესი მობილიზაციით, ერთი ევროპული დროშის ქვეშ, არ არის საჭირო დეპრესია, პესიმიზმი და დიდი არეულობა“- პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვისას „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მას რუსული კანონი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, ამ კანონპროექტის კვლავ ინიციირება საქართველოს შეურაცხყოფაა, რაზედაც ქართველი ხალხის პასუხი არჩევნებში სრული მობილიზაცია უნდა იყოს. „ეს ყველაფერი არის საკუთარი ხალხის პირდაპირი გამოწვევა, ამავე დროს ცხადია, გამოწვევაა ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს […]
ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia – ს ორგანიზებით, ტექნოპარკში, დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა. ღონისძიება StrategEast- ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და EBRD – ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა გახსნეს. ღონისძიების მიზანია IT HUB Georgia-ს კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა, ასევე პროფესიული ქსელისა და IT ეკონომიკის განვითარება. […]
ფოტიგა რუსულ კანონზე: ოცნება არჩევნების წინ ცდილობს საზოგადოების დაყოფას

როგორც მახსოვს, ზუსტად 1 წელი და 1 თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა, მმართველი პარტია არჩევნების წინ ცდილობს საზოგადოების დაყოფას, ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია და შეფასებული საერთაშორისო გაერთიანების მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ძალიან […]
არასამთავრობოებს და დონორებს გაევროპულებაში დახმარებას გაუწევს – კობახიძე რუსულ კანონზე

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ “დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.” “პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის […]
პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანა არაა, ნებისმიერ ფასად წავიწიოთ წინ EU-ს გზაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ „ნებისმიერ ფასად“ წაიწიოს. ასე უპასუხა ნეტგაზეთის კითხვას – იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს და ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს. შარშან, როცა „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონის მიღებას გეგმავდა, ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ […]
კახა ალადაშვილი რუსულ კანონზე: გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ

· 78 · · სად მივდივართ? სად და ევროპაში! მე, როგორც ნაკრების წევრი, ბევრი წლის განმავლობაში, არ გაგიტარებთ ამ ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობას. როცა ამხელა სიხარული მოგვიტანეს გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა, ამათმა ახლა მოინდომეს გველურად რუსების შემოცურება. არ გამოვა ეგ ამბავი! ჩვენ ვართ საქართველო! ამ გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ. წერს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა […]
კობახიძე რუსულ კანონზე: დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ

“დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები გაევროპულდნენ”, – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ რუსულ კანონზე. მთავრობა კობახიძის ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ირწმუნება, რომ კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს “მთელი რიგი უხერხულობებისგან”. განცხადებას სრულად გთავაზობთ: “პრემიერმინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე […]