თალაკვაძე ოდიშარიაზე: თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, მიმაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა საჭიროა

თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, რაც მედიაში ვნახეთ, მაშინ, მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა საჭიროა. ამასთან დაკავშირებით, ბატონი ბექა ოდიშარია გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამ სიტუაციაში მას არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე მისი თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან […]
გერმანელი დეპუტატი: კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ოცნებამ კვლავ რეალური სახე აჩვენა

ძალიან საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, ქართული ოცნება კვლავ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ კვლავ საკუთარ რეალური სახე გამოაჩინა. წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, მმართველ კოალიციაში შემავალი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წევრი თომას ჰაკერი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით.
დავით მათიკაშვილი – ე.წ პრეზიდენტს სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა – მას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, მისთვის მთავარია საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, სამარცხვინო იყო. მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია საკუთარი ხალხის და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, “ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, 9 აპრილით, მანიპულირება, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, არის სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სტილი.” “სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა დღეს საქართველოს […]
ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ უკრაინასა და ფინეთს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების ტექსტშია ნათქვამი. „უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს გამოყოფის გათვალისწინებით, 2024 წელს უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერა უკვე 400 მილიონ ევროს აღემატება“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, […]
ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრს – როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?

როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე საუბრობთ?, – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ხაბეიშვილის თქმით, როდესაც მინისტრი ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობს, ჰგონია, რომ საკუთარი ოჯახის წევრის ისტორიას ჰყვება. „თქვენი განცხადებაა, რომ […]
არჩილ თალაკვაძე – ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს, სახელმწიფო მხოლოდ ამის დეკლარირებას ითხოვს, ამის იქეთ არაფერი ხდება! – დავასრულოთ მითები

მისგან, ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს, სახელმწიფო მხოლოდ ამის დეკლარირებას ითხოვს – ამის იქეთ არაფერიარ ხდება! – კანონთან დაკავშირებით მითების გავრცელებას არავის ვურჩევ! დავასრულოთ მითები და საგნობრივ დისკუსიაში შევიდეთ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ ინიცირებაზე საუბრისას გააკეთა. თალაკვაძის თქმით, კანონპროექტით “საბაზისო მოთხოვნა წესდება, რაც აქამდე პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესისთვის და […]
სალომე ზურაბიშვილი – ულტიმატუმი ამერიკას სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართ, რუსეთს არ უნდა ვაწყენინოთო – „არა“ იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გენდერულ თანასწორობაზე გვქონდა, „ქალები ბუტკაშიო“

ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართ, რუსეთს არ უნდა ვაწყენინოთ, ეს არის ამ ყველაფრის სარჩული – არა ქალების უფლებებს და არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი […]
პრემიერი – ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე – მთავრობამ დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი, ახლა დროა, არასამთავრობოები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ

ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს […]
ლევან დავითაშვილი – ჩვენი პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 23100 ლარს გადააჭარბებს

ეკონომიკური ზრდის კუთხით 2024 წელი მნიშვნელოვნად პოზიტიური და დამაიმედებელი ტენდენციებით დაიწყო. კერძოდ, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. როგორც დავითაშვილმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების და გეოპოლიტიკური […]
პრეზიდენტი – პასუხი უზრდელობაზე, უხეშობაზე და შეურაცხყოფაზე, რასაც ჰქვია რუსული კანონი და მიმართულება, არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა – საჭიროა მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ

პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა, -ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანება საერთო მიზნისკენ, რასაც ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანება […]