ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის „სანდო, პროგნოზირებადი“ მხარდაჭერისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმყოფება ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს წინადადება უკრაინის სამხედრო დახმარების სტაბილიზაციისთვის 100 მილიარდი ევროს მოცულობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის თაობაზე. ეს ალიანსს ძლიერ როლს მიანიჭებდა უკრაინის დახმარების საკითხში. „ჩვენ უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი პერსპექტივით უნდა უზრუნველვყოთ სანდო და პროგნოზირებადი დახმარებით, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ნებაყოფლობით გაღებულ […]
პრეზიდენტი: ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებით გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ. პრეზიდენტმა კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. „პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია „რუსული კანონი“ და რუსული მიმართულება, პასუხი არის მხოლოდ ერთი […]
პრეზიდენტი – „ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა“ – „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით

„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა – „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. „[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც […]
სალომე ზურაბიშვილი „ოცნებას“ – ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვიყენებ, მაგრამ თქვენ შეძელით და რუსული კანონის ინიცირება დაამთხვიეთ ეროვნული სულისკვეთებით ყველაზე დატვირთულ კვირას – ეს ორი ცნება: ეროვნული და ევროპული თქვენ არ გაგაჩნიათ

დღეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ. თქვენ არ გაგაჩნიათ- არც ეროვნული და არც ევროპული, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და მის წევრებს, რითაც გამოეხმაურა მმართველი […]
არჩილ თალაკვაძე – თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას

თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება […]
პრეზიდენტი – მინდა მივმართო „ოცნებას“ – გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! – დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის

მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს, გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამნტის მიერ, საარჩევნო სიებში გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი […]
ლევან დავითაშვილი – უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თავისი გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ დეპუტატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და რეფორმების შესახებ, რომელთა მიზანსაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და მათი ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმოადგენს. „მთავრობის პროგრამის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ – რასაც პასუხობს ჩვენი […]
თეონა აქუბარდია ბექა ოდიშარიაზე – წარმოუდგენელია ასეთი ენით საუბარი პარლამენტში – მამუკა მდინარაძემ გულწრფელად ბოდიში მომიხადა თავისი კოლეგის გამო, რასაც ვაფასებ, თუმცა ეს საკმარისი არ არის

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამო, მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბოდიში პირად საუბრებში მოუხადა. აქუბარდიას თქმით, ბექა ოდიშარიას მსგავსი განცხადებებით ხდება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსისტური განცხადების წახალისება. „სექსისტური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ არახალია. ჩემი მისამართით სექსისტური და გენდერული […]
უკრაინამ და ფინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ფინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფინელმა კოლეგამ, ალექსანდრ სტუბმა კიევში, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების 10 – წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „ეს ძლიერი დოკუმენტია, რომელიც ფინეთის მზადყოფნას ადასტურებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება

ქვეყნის ახალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობას ააქტიურებს DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომელიც 2024 წლის […]