“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის […]

დმიტრო კულება – ჯოზეფ ბორელის მადლობელი ვარ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში ძალისხმევის გააქტიურების მზაობისთვის

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მადლობელი ვარ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში ძალისხმევის გააქტიურების მზაობისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ჩვენი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე ჯოზეფ ბორელს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მოძიებაში მისი ძალისხმევებისთვის. მადლობელი ვარ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის […]

ლევან დავითაშვილი – მნიშვნელოვანია ბახმაროში არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის კურორტს

ბახმაროში მნიშვნელოვანია არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის ამ კურორტს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბახმაროში ხარისხიანი ინვესტიცია და ტურისტული ინფრასტრუქტურა გურიის რეგიონისთვის იქნება კონტრიბუტორი. „ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, რაც […]

მდინარაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ელჩი შარშან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო კამპანიას ედგა სათავეში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიცირების შემდეგ აცხადებს, რომ ამავე კანონის წინააღმდეგ „ისტერიულ კამპანიას“ შარშან სათავეში ჩაუდგა „ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი“, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას, – კანონისა, რომლის წარდგენამაც 2023 წლის მარტში, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა […]

ოცნებამ პარლამენტში ორივე რუსული კანონი დაარეგისტრირა

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ორივე რუსული კანონი დაარეგისტრირა – შარშან გაწვეული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და საკონსტიტუციო ცვლილება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია, “ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება”. მასალა განახლებადია.

ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება

ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება „ჩვენს „გულანთებულ პატრიოტებს“ შარშან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა მოუწევთ ექვსი გვერდის წაკითხვა, შემდეგ აზრის გამოტანა და თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ თავად ვთხოვთ პარტნიორებს, აუხსნან წესიერად, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე თუ რა წერია კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით […]

ბოჭორიშვილი ბოკუჩავას: შენ რომ აყენებ ადამიანებს შეურაცხყოფას, მაგაზე თუ იხდი ბოდიშს?

“ანა ნაცვლიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა? შენ რომ აყენებ ადამიანებს შეურაცხყოფას, მაგაზე თუ იხდი ბოდიშს?” – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარლამენტის დერეფანში. მას ჟურნალისტებმა კითხვა ბექა ოდიშარიას უხამს გამონათქვამებზე დაუსვეს. “მაკა ბოჭორიშვილი, ქალი დეპუტატი ამართლებს იმ შეურაცხყოფას, რაც მოვისმინეთ ბექა ოდიშარიას მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის […]

„5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება და 1,000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შეეძლება“ – ლევან დავითაშვილი

„5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება და 1,000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შეეძლება“ – ლევან დავითაშვილი ციფრული ჰაბის განვითარება კიდევ ერთ პრიორიტეტად დაასახელა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, […]

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $30 მილიარდით შემცირდა

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $30 მილიარდით შემცირდა Tesla-ს საბაზრო ღირებულება $30 მილიარდით შემცირდა, რადგან პირველად 4 წლის განმავლობაში კვარტალური მიწოდება დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. კვარტალური მიწოდების შემცირების შესახებ Tesla-მ 2 აპრილს განაცხადა. არსებული მონაცემები ჩამოუვარდება Wall Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს. ზოგიერთმა ექსპერტმა შედეგებს „საშინელი“ უწოდა, რადგან ფასების შემცირებამ ვერ შეძლო მოთხოვნის სტიმულირება მაღალკონკურენტულ ბაზარზე. ილონ მასკის […]

მედია: აშშ-მა რუსეთს უთხრა, რომ “კროკუს სითი ჰოლი” შესაძლო სამიზნე იყო

შეერთებული შტატების დაზვერვის გაფრთხილება მოსკოვისთვის 22 მარტის ტერაქტამდე ორი კვირით ადრე, მოიცავდა კონკრეტულ მინიშნებას “კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზის შესახებ – ამის თაობაზე გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” წერს. გამოცემის ცნობების თანახმად, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთმა გავლენიანმა მედიასაშუალებამ – “ნიუ იორკ თაიმსმაც” დაადასტურა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მოსკოვს უთხრეს, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” თავდასხმას გეგმავდა და რომ “კროკუს […]