,, იმხელა ამბავია ამ კანონზე ატეხილი, იქნებ მეც გამარკვიოთ” – მარი საბიაშვილი

,,ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი, ადვოკატი მარი საბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რაღაცას ვიკითხავ რა.. იმხელა ამბავია ამ კანონზე ატეხილი, იქნებ მეც გამარკვიოთ🙏 რატომ არის კანონი მაინცდამაინც რუსული და რა საფუძვლით გამორიცხავთ, რომ არის მართლა ამერიკულის ანალოგი? და თუ რუსული და ამერიკული ერთმანეთის მსგავსია, მერე რას ვშვებით? ვიღაცამ ამაზე არგუმენტირებულად და პირდაპირი მტკიცებულებით მიპასუხეთ გთხოვთ, ჭორაობის გარეშე.. 🙏 […]
მამუკა ხაზარაძე – ორი დეპუტატის მხრიდან მოვისმინეთ ქალთა მიმართ მდაბიო შეურაცხყოფა – თქვენნაირი პატარა ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის

პარტია „ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დეპუტატების – ბექა ოდიშარიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ქალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დეპუტატების მხრიდან პარლამენტში ქალთა მიმართ მდაბიო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა. „დღეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, ორი დეპუტატის მხრიდან მოვისმინეთ ქალთა მიმართ მდაბიო შეურაცხყოფა. თქვენნაირი პატარა ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის“, – წერს […]
ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება – ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი „აგენტების კანონზე“

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის, „განაახლე ევროპა“, წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელახალი ინიციატივა, მიიღოს „აგენტების კანონი“, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება გახდეს. „გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [„ქართული ოცნების“ ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა“, – წერს ევროპარლამენტარი […]
ზელენსკის თქმით, რუსეთი ემზადება 1 ივნისამდე დამატებითი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზაციისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება 1 ივნისამდე დამატებითი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის. ამის შესახებ მან ილაპარაკა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტუბი ოთხშაბათს ეწვია კიევს. ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას უკრაინაში მობილიზაციის გეგმების შესახებ, კერძოდ – რამდენი ადამიანის გაწვევა იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტმა ზუსტი რიცხვი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იქნება 500 […]
ეკონომიკის მინისტრი – არსებობენ ქვეყნები, სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია

ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ცხოვრების პირობების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობაა – არსებობენ ქვეყნები სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მიგრაციისა, განცხადებები, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება პოპულიზმია. „ჩვენ […]
ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა – უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია იყო წარდგენილი. „კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, […]
U18. ბოლო წამების დრამა – საქართველოს ნაკრებმა “ექვს ერზე” საფრანგეთი დაამარცხა!

18 წლამდე “ექვსი ერის” ფესტივალის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას 50:7 სძლია. შეხვედრა კარგი საყურებელი იყო, ჩვენმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, თუმცა პირველი ტაიმი 10:19 დათმო (საჯარიმო ზუსტად წიკლაურმა შასრულა, ხოლო ლელო ეზიეშვილმა დადო). შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ წიკლაურის ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხა. ბოლოს ქართველი მორაგბეები […]
“რუსეთი ივნისისთვის დამატებით სამასი ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს” – ზელენსკი

ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს. ამასთან, უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ჯერ არ არის მზად, თქვას, რამდენი ადამიანის მობილიზება იქნება საჭირო.
,, ოცნება, თქვენ რა უჯიგროები ხართ, ვის დაემსგავსეთ?” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,თვრამეტწლამდელმა რაგბისტებმა ბოლო წამებზე ფრანგებს მოუგეს, 20-19. მთელი ქართული ჯიგარი ჩადეს. გილოცავთ. პ.ს. ოცნება, თქვენ რა უჯიგროები ხართ, ვის დაემსგავსეთ?”
,, არცერთი ქალი დეპუტატისთვის, არც კაცისთვის მე პირადად შეურაცხყოფა არ მიმიყენებია” – ბექა ოდიშარია

” – ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებული უხამსი განცხადებების გამო ბექა ოდიშარია ახლა თავს იმართლებს. “ოცნების” დეპუტატი წუხს, რომ საზოგადოებას უხამსი რეპლიკების მოსმენა ეთერით მოუწია და მათ ამის გამო ბოდიშს უხდის, თან ირწმუნება, რომ გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია. ოდიშარია ამტკიცებს, რომ მისი უხამსი განცხადება რომელიმე ქალი დეპუტატის მისამართით არ ყოფილა გაკეთებული. “ჩემი გამონათქვამის გამო ვწუხვარ საზოგადოების წინაშე. […]