გიორგი ვაშაძე ეკონომიკის მინისტრს – თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით?! – გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში

გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელსაც დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. გიორგი ვაშაძემ მინისტრისგან მოითხოვა პასუხი, ჩათვლიდა თუ არა თავს დასაქმებულად, 600-ლარიანი ხელფასის პირობებში. „ეკონომიკის მინისტრთან დღეს საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული […]

ოცნებამ პარლამენტში რუსული კანონისა და ჰომოფობიურ/პროპაგანდისტული პროექტები დაარეგისტრირა

ოცნებამ პარლამენტში რუსული კანონისა და ჰომოფობიურ/პროპაგანდისტული პროექტები დაარეგისტრირა. მმარრთველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები და კონსტიტუციური კანონი სახელად “ოჯახურ ღირებულებათა და არასრუწლოვანთა დაცვის შესახებ” დაარეგისტრირა. ის საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, კონსტიტუციის 30-ე მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, […]

ოდიშარია ბოდიშს იხდის, თუმცა ირწმუნება, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია

“ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია პარლამენტში შეურაცხმყოფელი და მიზოგინიური გამონათქვამის შემდეგ ბოდიშს იხდის და წუხილს გამოხატავს. თუმცა, როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისი “აღშფოთება” არც ერთი ფიზიკური პირის მიმართ არ ყოფილა გამოთქმული. ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“, – ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ დღეს, 3 აპრილს, პარლამენტში. ოდიშარიამ ეს შეურაცხმყოფელი რეპლიკა სხდომათა დარბაზში იმ […]

აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე: ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება

ლიტველმა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური ჯგუფი განაახლე ევროპის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ სჭირდებათ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. “გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [ქართული ოცნების ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან […]

ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა

საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პარლამენტში ამ საკითხის მომხსენებლები იქნებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და გივი მიქანაძე. დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს პარტიებიდან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. იმის მიხუხედავად, რომ […]

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტი თავისი […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 2 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 88.92 (+1.50) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 85,15 (+ 1,44) დოლარი/ბარელზე.

პოლარიზაციის მიუხედავად, ამერიკული ღირებულებების საკითხებში აშშ-ის მოქალაქეები კვლავ თანხმდებიან

ახალი გამოკითხვის თანახმად, ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის მიუხედავად, ამერიკელთა უმრავლესობა იზიარებს ბევრ ძირითად შეხედულებას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი. „ასოშეიტედ პრესის“ საზოგადოებრივი საქმეების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10-დან 9 ზრდასრული ამერიკელის აზრით, საარჩევნო ხმის უფლება, კანონით გათვალისწინებული თანაბარი დაცვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება უკიდურესად მნიშვნელოვანია ან ძალიან მნიშვნელოვანია […]

რა წერია “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო კანონის პროექტში

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას ეხება. “კონსტიტუციური კანონის პროექტი დაკავშირებულია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას” – წერია განმარტებით ბარათში. კონსტიტუციური კანონის […]

პეტრას აუსტრევიჩუსი – როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება

როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება , – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას. “როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, ვინაიდან, დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს”, – წერს აუსტრევიჩუსი. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ […]