ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი – კვლავ ნანგრევებში რჩება. ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი – თავშესაფრებში იმყოფება. შეგახსენებთ, გუშინ, ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ჭიჭინაძის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ. ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ჭყანტი ქედის მიმდებარედ და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე

ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განზრახვას, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ჯიმ რიშის და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადება 3 აპრილს გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა […]
პენტაგონი – ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან სატელეფონო საუბრის დროს აღშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელსაც World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესრელიზშია აღნიშნული. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოსტინმა გალანტს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – სერგეი შოიგუმ ფრანგი კოლეგა იმ პრობლემების შესახებ გააფრთხილა, რაც, საფრანგეთს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში შეექმნება

რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და სებასტიან ლეკორნუმ ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის გამო და „დაჟინებით ცდილობდა დაერწმუნებინა რუსი კოლეგა, რომ კიევი და დასავლეთის ქვეყნები ამ თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი „ისლამურ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ნათლად გვესმის, რისთვის ემზადება რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ნათლად ესმის, რატომ აგროვებს რუსეთი ჯარისკაცებს თავის ჯარში. „ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ნათლად გვესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, რისთვის სურთ ჯარისკაცების შეკრება თავიანთ არმიაში. ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, […]
რუსებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაიღუპა სამი მაშველი

ხარკოვზე დრონებით განმეორებითი თავდასხმის შედეგად სამი მაშველი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვსა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამი გარდაცვლილია, წინასწარი ინფორმაციით – ყველა მათგანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად მივიდნენ“, – აღნიშნა ხარკოვის მერმა. ოლეგ სინეგუბოვმაც დაადასტურა, რომ სამივე დაღუპული მაშველია. […]
ნატოში უკრაინის დახმარების 5-წლიანი გეგმის შემუშავებას აპირებენ

ნატოს წევრები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის პროგრამა. გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის ინიციატივას ხუთი წლის პერიოდით 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნის თაობაზე განსხვავებული განცხადებები მოჰყვა. მინისტრები ამბობენ, რომ ამგვარი ფონდის შექმნა ადვილი არ იქნება. უკრაინა კი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მისასალმებელი იქნება იმ პირობებში, როცა ქვეყანას თანხა ძალიან სჭირდება. “ჩვენ უნდა […]
ამერიკელი სენატორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. „წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა […]
“GWP-მ წყლის მილი თვითონვე დააზიანა, მიატოვა და არც გვპასუხობს” – მოქალაქეების წერილები მერს

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, ყველაზე მეტი კომენტარი და პროტესტი ისევ სატრანსპორტო პოლიტიკას, ორმაგ სტანდარტს ბასლაინებთან დაკავშირებით, უკონტროლო მშენებლობებს, სიდუხჭირეს აპროტესტებს. თუმცა, წერენ სხვა პრობლემებზეც. ერთ-ერთი მოქალაქე, წერს: მოგმართავთ ქალქის მერიას როგორც პასუხისმგებელ ორგანოს, მიიღეთ ზომები ქალაქის წყლის მომარაგების კომპანიის მისამართით, ერთი კვირაა თემქაზე 9 კვ 22 კორპუსის მიმდებარედ თვითონ დააზიანეს სასმელი წყლის მილი […]