რუსთავის მერია, პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების პროექტ – „ახალ სიმწვანეს“ ახორციელებს

რუსთავის მერია, დასაქმების პროექტ – „ახალ სიმწვანეს“ ახორციელებს. რუსთავის მერიის ცნობით, პროექტში „ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას. „რუსთავის მერია, პრემიერის ინიციატივას, ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტით ეხმაურება. პროექტში „ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, […]
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), მუხრან მაჭავარიანის, ტაშკენტის, ლისის, მუხის, ბზის, თუთის და ტირიფების ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეკინის გამზირის […]
მოსალოდნელია ძლიერი ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.
„ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა…” – რას წერს კაცი, რომელსაც 2 დღის წინ 16 წელი მიუსაჯეს

ზურაბ საღინაძის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულება და ბრალდებულ ზურაბ საღინაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულს ბათუმში, 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ ფაქტს ედავებიან. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ბრალდებულ საღინაძის ბრალეულობა. გამოძიების მტკიცებით, 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის […]
ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი – კვლავ ნანგრევებში რჩება. ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი – თავშესაფრებში იმყოფება. შეგახსენებთ, გუშინ, ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე […]
რა პროდუქტების დამატებას გეგმავს თიბისი უზბეკეთში? – ოლივერ ჰიუზის განმარტება

რამდენიმე წლის წინ, “თიბისი ჯგუფი” საქართველოს საზღვრებს გაცდა და საბანკო ოპერაციების წარმოება უზბეკეთში დაიწყო. ცენტრალურ აზიაში “თიბისი ჯგუფი” TBC UZ-ის ბრენდით ოპერირებს, როგორც სრულად ციფრული ბანკი. “თიბისი ჯგუფის” უზბეკურ ბიზნესს ნიკა ქურდიანი ხელმძღვანელობს, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელად კი, გასული წლის შემოდგომაზე, ბრიტანელი ანტრეპრენიორი და Tinkoff Bank-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ოლივერ ჰიუზი დაინიშნა. როგორც ოლივერ […]
კვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ – ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი…

ოცნებები აუცილებლად ხდება, თუ მისთვის ყველაფერს გააკეთებ. ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარ კუმირს, უკვე 39 წლის, კრიშტიანო რონალდოს დაუპირისპირდეს და ამის შანსი საქართველოსა და პორგუგალიის ნაკრებების მატჩშია – ევროპის ჩემპიონატის ჯგუფუტი ეტაპის მესამე ტურში. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ნეიტრალური გულშემატკივრების აშკარა ინტერესს გამოიწვევს. ერთ დროს ჩვენ ნაკრებს ასეთი ხელწერა ჰქონდა, აშკარა ფავორიტების წინააღმდეგ უკეთ თამაშობდა […]
ქართული პრესის მიმოხილვა 04.04.2024

“ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს – რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას “არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა” – ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა ფარული მობილიზაცია და გარღვევითი ტიპის ბრძოლების მომზადება – რა მიმართულებაზე შეუტევს რუსეთი უკრაინას * * * “ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს – რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას “ერთი წლის […]
მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე დრონებით შეტევას

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად. დაღუპულებს შორის მაშველებიც არიან. რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე მორიგი იერიში გასულ ღამით მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი, მათ შორის 14-სართულიანი კორპუსი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმისას ერთ-ერთი სახლის მობინადრე […]
„დათესე“ ორგანული სათესი მასალის ასორტიმენტის გაზრდას და სასაჩუქრე ნაკრებების გაყიდვას გეგმავს

„დათესეს“ ორგანული სერტიფიცირებული თესლები იტალიიდან შემოაქვს და ონლაინ, სოციალური ქსელის საშუალებით ყიდის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „დათესეს“ დამფუძნებელი მაია ფადიაშვილი ამბობს, სხვადასხვა გრამაჟის თესლის ფასი 3 ლარიდან იწყება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა რუკოლასა და „ბაზილზეა“ (რეჰანი), სამომავლოდ კი ორგანული, ბიო თესლების ასორტიმენტის გაზრდას და საკუთარი სარეალიზაციო წერტილის გახსნას გეგმავს. „კომერსანტი“მაია ფადიაშვილს „დათესეს“ ასორტიმენტზე, მოთხოვნაზე, ქვეყანაში ორგანული და […]