სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე: დაჟინებით მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ამაზე

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, სენატორმა რიშიმ და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინი განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ისევ ეცდება ე.წ. რუსული კანონის მიღებას. როგორც სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პარლამენტს მოუწოდებენ […]

ავსტრიული მედია საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტუმრობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში საქართველოს პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები: კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ. ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან […]

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს. „მემორანდუმის მიზნებია: ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე,ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება; წითელი ჯვრის და წითელი ნახევარ მთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და […]

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანული მედიის ინფორმაციით, სუნიტური დაჯგუფების „ჯაიშ ალ-ადლის“ მებრძოლები რასკსა და ჩაბაჰარში მდებარე ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხნენ. „ჯაიშ ალ-ადლის“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა და 10 დაშავდა. საპასუხო […]

გლდანის ნაწილს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, გლდანში, 197 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია აცხადებს, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 აპრილს, 16:00 საათზე აღდგება.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 4 აპრილს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 4 აპრილს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემით: 1 აშშ დოლარი – 2.6840; 1 ევრო – 2.8912; 1 ფუნტი – 3.3751; 1 ლირა კი 0.0839 ლარი ეღირება.

საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 9 ათასამდე ადამიანს აქვს

საქართველოში, 2024 წლის 18 მარტის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 3.5-ჯერ მეტია. ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილისადმი გაგზავნილ პასუხში წერია. სტატისტიკის თანახმად მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, მათგან 14 მშვილებელია. რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა მამის სტატუსი 165 […]

„ავერსი“ 10-სართულიან საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს – როგორი იქნება მულტიფუნქციური კლინიკა, რომელიც სავარაუდოდ, 2027 წელს დასრულდება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „ავერსის“ ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია შპს „ავერსი ფარმა“ საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს. პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია. განმარტებით ბარათში, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ საავადმყოფოს შენობა, პროექტის მიხედვით, მოიცავს 10 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს. პროექტის თანახმად, განაშენიანების ფართობი 3600 კვადრატულ მეტრამდეა. კალენდარული გეგმის მიხედვით, […]

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა – ვეწინააღმდეგებით ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს – მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ” კანონს,- ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს, საქართველოს […]

აიათოლა ალი ხამენეი – ისრაელს, დამასკოში განხორციელებული თავდასხმის გამო, სილას გააწნავენ

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა. „ღაზაში სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი მიუახლოვდება დაცემას და დაშლას. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათაც სილას გააწნავენ“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. შეგახსენებთ, მიმდინარე […]