ხატია დეკანოიძე სანდრო რაქვიაშვილს – ეთანხმებით თუ არა მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“ – შეიძლება თუ არა კოლეგები დაუკავშირო ჰარემს, უნდა გამცეთ პასუხი

ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“ – გუშინ ემოციური დღე იყო, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „გირჩის“ დეპუტატს სანდრო რაქვიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გუშინ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა. „აღარ ვაპირებ განხილვაში სერიოზულად შესვლას. ერთადერთი, თქვენგან, […]

იაგო ხვიჩია – „ნაცების“ ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება – ხალხი ქუჩაში ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს, თუ ხალხი თავისით გამოვიდა, ოპოზიციას უფლება აქვს შეუერთდეს

აქამდეც კი ჰგავდნენ მუშაობის სტილით [„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“], მაგრამ ახლა აყოლილები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცების” ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ე.წ რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს. ხალხი თუ თავისით […]

პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე

საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიას და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა, – ამის შესახებ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუბენ რამირეს ლესკანომ განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პარაგვაელმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა

ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა. კრიშიანის კარინში რამდენიმე დღის წინ, ომისთვის მზადების შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ბელარუსმა, როგორც ჩანს, უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა. ლუკაშენკომ, როგორც ჩანს, მოსკოვს ქვეყანა მთლიანად გადასცა. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამწუხაროდ, დამოუკიდებელ ბელარუსს ვეღარ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ […]

სამადაშვილი ოდიშარია-მეგრელიშვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვს

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კოლეგა კაცების, ბექა ოდიშარიასა და ვახო მეგრელიშვილის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა. მიზეზად, ამ უკანასკნელების მიერ ქალების მისამართით გაჟღერებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, სექსისტური და მიზოგინური განცხადებები დაასახელა. „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ გუშინ, 3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა […]

შსს: „სილქნეტის“ 5000-მდე მომხმარებლის მონაცემების მოპარვაზე ერთი პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სილქნეტის“ 5000-მდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპარვის საქმეზე 23 წლის მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებით, ბ.კ-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა: „ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას. კომპიუტერულ სისტემაში […]

სამადაშვილი: აუცილებელია, ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ

პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 3 აპრილს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო, ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ და გირჩის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ. გენდერულის კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვის დროს, სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, გირჩის წევრს, სანდრო რაქვიაშვილს სწორედ ამ კითხვით მიმართა, მისი აზრით, უნდა გაიაროს თუ არა […]

ზარქუა ოდიშარიაზე: კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში

მინდა, გამოვეხმაურო, ახლა კოლეგებმა – ქალბატონო ხატია [დეკანოიძე] იყო და შემდეგ, მეორე კიდევ, ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა დიდი შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? […]

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

FIFA-მ 4 აპრილს ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. “ჯვაროსნებმა” ორი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად 75-ე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ თვეში ორი მატჩი ითამაშა. ჯერ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2:0 სძლია, შემდეგ კი ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. გერმანიაში გასამართი ტურნირის […]

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ნანატრი სცენარია, თუნდაც ეკონომიკური ზრდა შემცირდეს საქართველოში – ოთარ ნადარაია

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ყველასთვის ნანატრი სცენარია, თუნდაც ეკონომიკური ზრდა შემცირდეს საქართველოში, ჩემი აზრი ასეთია“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ ეკონომიკურ ზრდასა და მასზე მიგრანტების ფაქტორის გავლენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიგრაციის მკვეთრი და არსებითი შემცირება აღარ იკვეთება. „მნიშვნელოვანია, მიგრანტებს რაც აქვთ თიბისის ბარათები, იმ ბარათებით რამდენ ფულს ხარჯავენ […]