(ვიდეო) – “სახლში მივდივარ” – პრეზიდენტის ოცნებას

რას პასუხობს პრეზიდენტი “ოცნებას”, რომელიც მას სახლში წასვლას ურჩევს? აი, ჩემი სახლი (ორბელიანის სასახლეზე), სახლში მივდივარ – ამბობს ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვის პასუხად http://

“კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში, ან ისე პრივატულად გამწარებულზე” – ზარქუა ოდიშარიაზე

“კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში, ან ისე პრივატულად გამწარებულზე”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას. პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ზარქუამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა. „ქალბატონი ხატია იყო და მეორე ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში. დაგმეს და შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში […]

ნაცვლიშვილი: ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, ვწუხვარ

· 74 · · ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს არ გეყოთ ამის გამბედაობა. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი. გირჩებს რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ, ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ. გუშინ ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, უხამსი რეპლიკით მოიხსენია […]

სეფაშვილი ოდიშარიაზე: ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, დაუშვებელია კერძო საუბრის ჩაწერა

შეურაცხყოფა ყველას მიმართ დაუშვებელია და ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, თუმცა, ეს იყო კერძო საუბარი და დაუშვებელია, რომ ასეთი კერძო საუბრის დროს ხდება ჩაწერა. თუმცა, ნებისმიერი ასეთი უზრდელობა, ვინც არ უნდა იყოს, დაუშვებელია. ეთიკის საბჭოს განხილვაზე თუ დადგა საკითხი, უნდა დადგეს ყველა საკითხი, მათ შორის, თუნდაც, მაგიდების გადაყირავების და წივილ-კივილის. […] პიროვნული შეურაცხყოფის შემთხვევაში, იქნება […]

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – რჩევები აბიტურიენტებს

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ უნივერსიტეტებში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა 15 უნივერსიტეტში მოქმედებს. სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს კი პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ. მართალია, პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, მის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა […]

დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს – ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!

ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!- ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დასვით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. უსუფაშვილმა პარლამენტის სპიკერს ურჩია, სხდომის გუშინდელი ჩანაწერი გადაახვიოს და მომხდარ არეულობაზე საკუთარი წვლილი შეაფასოს. „ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგმართავთ, გთხოვთ, გირჩევთ, გადაახვიეთ გუშინდელი სხდომა და ნახეთ, პერსონალურად თქვენი წვლილი რამხელა იყო […]

ირაკლი ზარქუა ბექა ოდიშარიაზე – კაცმა კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე

კაცმა {ბექა ოდიშარიამ} კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი “ყველაფრით სპეკულანტობს”. „მინდა გამოვეხმაურო, ხატია დეკანოიძე იყო და მეორე ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა, დიდი შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა {ბექა ოდიშარიამ} გუშინ პრივატულ […]

შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს – სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! – წამების სისტემას როგორ შექმნიდით, თუ ადამიანს ადამიანად აღიქვამდით?!

სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! – თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „არსებად“ მოიხსენია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამადაშვილის განცხადებაში შეურაცხმყოფელიც ბევრი რამ იყო, თუმცა ის, […]

გიორგი ამილახვარმა მორიგი შეხვედრა მასწავლებლებთან ქალაქ რუსთავში გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა სკოლის პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა ქალაქ რუსთავში გამართა, რომელშიც მონაწილეობა 150-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. ინფორმაციის თანახმად, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ დეტალური […]

სოზარ სუბარი ოპოზიციას – მოვისმინეთ განცხადებები: „ქალების პოლიტიკიდან განდევნა“, „ქალების პოლიტიკური მკვლელობა“ და კიდევ ბევრი – ხაზარაძის მაგივრად სამადაშვილი აირჩიეთ, გახარიას ნაცვლად მეზვრიშვილი, ხაბეიშვილის ნაცვლად წითლიძე, თუ გინდათ სიებში 120% ჩაწერეთ ქალები

რა გინდათ, რატომ გინდათ ეს კანონის დონეზე დაარეგულიროთ, როდესაც თქვენს პარტიებში შეგიძლიათ გაატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც სწორად მიგაჩნიათ? – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ საუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა. მისი თქმით, კანონი ნეიტრალური უნდა იყოს და პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, საარჩევნო სიაში ქალებისა და […]