რუსეთში დააკავეს კაცი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სათამაშო ავტომატით შედიოდა

მოსკოვში დააკავეს პენსიონერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში სათამაშო ავტომატით შესვლას ცდილობდა. 3 აპრილს, დაცვის ფედერალურმა სამსახურმა შეამჩნია ადამიანი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა თან, დაცვამ საეჭვო პირი ორ კარს შორის, შესასვლელში ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა. დაკავებული 69 წლის ვიქტორ კრასივსკი აღმოჩნდა. ჩხრეკისას პენსიონერს სათამაშო იარაღი აღმოუჩინეს, რომელსაც შავი ფერის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ფორმა ჰქონდა. კრასივსკის […]

კანონი რუსეთის მავნე გავლენას უნდა შეებრძოლოს და არა პროდემოკრატიულ დღის წესრიგს – ევროპარლამენტარი გრეგოროვა

ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან, ევროპელი „მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრი მარკეტა გრეგოროვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „გაოგნებულია“ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ხელახლა წარადგინოს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი. „როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის […]

სამადაშვილი ზარქუას: იმით დავიწყებდი, რომ ენას უკეთ ვისწავლიდი – ვბრძოლობთ არა, ვიბრძვით

“ბატონო ზარქუა, მე იმით დავიწყებდი, რომ ქართულ ენას უკეთ ვისწავლიდი, “ბრძოლობთ” არა, “იბრძვით”, – ასე მიმართა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას. კამათი პარლამენტში კვოტირების გაუქმების შესახებ გირჩის ინიციატივის განხილვას მოჰყვა. ზარქუას თქმით, ვერ გაიგო “რას ერჩის” ოპოზიცია ამ ინიციატივას, თუმცა სამადაშვილის ესმის, რადგან “ამით ხაზარაძეს მიეცემა შესაძლებლობა, ის სიაში არ ჩასვას”. ზარქუას […]

დეკანოიძე: შეიძლება ქალი კოლეგები დაუკავშიროთ ჰარემს და მერე თანასწორობაზე ილაპარაკოთ?

“შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო ჰარემს? და მერე აქ გამოხვიდეთ და თანასწორობის სახელით ილაპარაკოთ” – ასე მიმართა ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გირჩის წევრს სანდრო რაქვიაშვილს, რომელიც სესიაზე კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავდა. “გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ ვაპირებ სერიოზულად განხილვაში შესვლას, ერთადერთი ბატონო სანდრო თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელიც თანასწორობაზე ზრუნავთ და განსაკუთრებით ქალების თანასწორობაზე – […]

სალომე სამადაშვილი – აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა, ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ აუცილებლად ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ამ მოთხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს. „ქართული ოცნების“ ქალთა სიძულვილის ნიშნით შერჩეული ქვედანაყოფის წარმომადგენელს მივმართავ კითხვით, რომელიც ახლა ტრიბუნასთან დგას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას შემდეგ კითხვაზე, ამ პარლამენტში ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არათუ დაჩქარებული […]

გიორგი ვაშაძე – ვინ შეუმოწმა ღარიბაშვილს დეკლარაცია, მილიარდერი რომ გახდა? ჩარტერით რომ დაფრინავს ცალ-ცალი „კალოშით“ მოსული ადამიანი, თვითონ რომ ამბობდა ოფიციანტად ვმუშაობდიო, რანაირად?

ყველაფერში ყველაზე ბინძური პროპაგანდისტი ივანიშვილის პარტიაა. სიბინძურე იყო, როგორც გუშინ მოიქცნენ პარლამენტში მათი მამაკაცი წარმომადგენლები. ეს ხომ მათი სტანდარტია? – ხალხო, ადამიანები, რომლებიც ასე ბინძურად და პროპაგანდისტულად იქცევიან, ისინი თქვენი მხარდაჭერის ღირსები არ არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ უმრავლესობის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, […]

გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წევრებს – თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ!

თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ! შენი მასწავლებლობა არავის სჭირდება, – ეს სიტყვები დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ლელოს” წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა. მან ასევე მიმართა სალომე სამადაშვილს, რომ არის “რუსეთის შემომყვანი”. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე “გირჩის”მიერ მომზადებული პროექტის განხილვა. პარლამენტი “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივას მეორე […]

რუსეთმა დაბლოკა კრიზისულ ჯგუფ “SK SOS-ის” ვებგვერდი, რომელიც კავკასიელ ლგბტ ადამიანებს ეხმარება

რუსეთში დაბლოკილია კრიზისული ჯგუფის, “SK SOS-ის” ვებგვერდი, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენელ ლგბტ ადამიანებს ეხმარება. “კავკაზ. რეალიის” ცნობით, ამის მიზეზად სახელდება ვებგვერდზე ისეთი მასალების განთავსება, რომლებიც, თითქოს შეიცავდეს “აკრძალულ ინფორმაციას არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და (ან) მისი უპირატესობის შესახებ.” როგორც “SK SOS-ი” აღნიშნავს, საუბარია სამ პუბლიკაციაზე: ორში მოთხრობილია უფლებადამცველთა მეურვეობის ქვეშ მყოფთა ისტორიებზე, ხოლო […]

„გამარჯობა – უეფა ევრო 2024“ – Adidas-ი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს

„გამარჯობა – უეფა ევრო 2024“ – Adidas-ი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს Adidas-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „გამარჯობა – უეფა ევრო 2024“.

ყირგიზეთმა “უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონი მიიღო

ყირგიზეთმა “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი მიიღო. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა მოაწერა. კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას ითვალისწინებს. კანონში გამოყენებულია რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებული “უცხოეთის აგენტების” კანონში არსებული მუხლები და ენა. დამოუკიდებელი ყირგიზი ჟურნალისტების თქმით, ახალი კანონი თითქმის ანალოგიურია რუსეთში მოქმედი კანონისა, მსგავსების წილი 69.2%-ს […]