პიტერ სტანო: გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტი

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად. “ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ საქართველომ უნდა გადადგას ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისი ნაბიჯები. მეცხრე რეკომენდაცია მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს […]
წულუკიანი რუსულ კანონზე: აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები, ამ ფუნქციას შეასრულებს

საქართველო ისეთ მდგომარეობაშია ბოლო რამდენიმე წელი, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და მას ცუდი ამინდი აბურთავებს ჰაერში. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი. კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა, მიღებული გარედან. ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ […]
“შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაზოხიზმია?” – ოდიშარიამ არ “იცის”, ვის აგინა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ “წყლის დასალევად გასულ ადამიანს” გადაუღეს, თუმცა, არ ამბობს, წყლის დასალევად გასული ადამიანი ამ ლექსიკით რატომ ლაპარაკობს. ამტკიცებს, რომ კონკრეტულად ერთი ადამიანი არ უგულისხმია, მაგრამ არც იმას ამბობს, ვინ იგულისხმა, გუშინდელ განცხადებაში ამბობდა, რომ ზოგადად თქვა, სავარაუდოდ, იმის თქმას ცდილობს, რომ იმაზე მეტ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, ვიდრე გვგონია, ან იმის თქმას, […]
პირველად ვნახე ჩემი თვალით, ნაძირალამ როგორ ამოიყვანა კუს ტბაზე ჰასკი და როგორ დატოვა – ნინო სტურუა

პირველად ვნახე ჩემი თვალით, ვიღაც ნაძირალა ბიჭმა, როგორ ამოიყვანა კუს ტბაზე ჰასკი და როგორ დატოვა. იმდენად არ ველოდით არავინ, თავიდან ვერც კი მივხვდით რა მოხდა. აი ასე, გადმოსვა მანქანიდან და სანამ კოსტას ეთამაშებოდა, ის ბიჭი გაქრა. ახლა დარბის წრეებზე და პერიოდულად დასდევენ ადგილობრივები დასაგლეჯად… P.S. ახლა ვნახე, დღეს უსახლკარო ძაღლების დღე ყოფილა… ხოდა, აგერ, ერთით […]
ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში სახელმწიფო ქონება 3-ჯერ ძვირად გაიყიდა – რის განვითარება შეუძლია ინვესტორს

ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში სახელმწიფო ქონება 3-ჯერ ძვირად გაიყიდა – რის განვითარება შეუძლია ინვესტორს ახალციხეში, ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში, სახელმწიფო ქონება 336 000 ლარად აუქციონზე გაიყიდა. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 106 000 ლარი იყო. ობიექტის შეძენის სურვილი 6 მომხმარებელს ჰქონდა, საბოლოოდ ვინ გახდა ქონების მფლობელი ამ ეტაპისთვის კონფიდენციალურია. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული, სოფელ ურაველში არსებული […]
„დაგროვებითი საპენსიო სისტემა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ – ლევან დავითაშვილი

„დაგროვებითი საპენსიო სისტემა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ – ლევან დავითაშვილი „სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში განახორციელა – ის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო […]
„საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე“ – პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

„საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე“ – პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ,,საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიას და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა” – რუბენ რამირეს ლესკანო. პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილთან […]
პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 14-მა მისცა ხმა. რეგისტრაცია 124-მა დეპუტატმა გაიარა. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები […]
არგენტინის პრეზიდენტმა დამატებით 15 000 საჯარო სამსახური გააუქმა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ საჯარო სამსახურების რაოდენობა 15 000-ით შეამცირა. სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე პირების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მილეის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. მანამდე, არგენტინის პრეზიდენტმა საჯარო სამსახურიდან 9 000 ადამიანი გაათავისუფლა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მანუელ ადორნიმ საჯარო სამუშაო ადგილების შემცირება პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მისი თქმით, არგენტინის გაბერილ საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირება […]
ოდიშარია სამადაშვილს: წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცეს, მაშინ მე პასუხს ვაგებ

დღეს რამდენიმე წელია მომსახურების ზონიდან გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა. სალომე,10 წელია, არავის ესალმები. ბატონ რომან გოცირიძეს ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან, აქ რომ ხარ? თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცეს, მაშინ მე პასუხს ვაგებ. ვინც შენ აქამდე ფსიქო მოგცა, […]