მადლობა ელჩ დანიგანს, აშშ-დან მოზომილი განცხადება გაკეთდა — მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რუსული კანონის“ დაბრუნების შემდეგ აშშ-დან და ევროკავშირიდან, შარშანდელთან შედარებით, მოზომილი განცხადებები გაკეთდა. მდინარაძის თქმით, აშშ-სგან მოზომული რეაქცია ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დამსახურებაცაა და ამიტომ მას მადლობა გადაუხადა. „შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა რიტორიკაა წელს. გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება, უფრო კარგად ავუხსნით, უფრო კარგად გაიგებს ყველა ჩვენი პარტნიორი […]
“უზრდელო”, “ნაგავო” – დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურის, დაპირისპირების ფონზე მიდის საქართველოს პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ხატია დეკანოიძემ ვახო მეგრელიშვილს “ჰარემის” შესახებ გაკეთებული განცხადების გამო „უზრდელი“ და “ნაგავი” უწოდა, რასაც დაბრაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ცნობისთვის, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი […]
“აგენტების კანონი” სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან – გერმანია

კანონის ხელახლა წარდგენა ჩვენს რწმენას ანადგურებს – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი რწმენით სავსე ნაბიჯი იყო და არა ჯილდო. „აგენტების კანონპროექტის“ ხელახლა წარდგენა ამ რწმენას საბოლოოდ ანადგურებს. ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა […]
“ოცნება” ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს – ფოტიგა

“საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს”, – ასე აფასებს ანა ფოტიგა “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ახდენს ზეწოლას და ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – წერს ის. სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს. […]
კრემლი ოცნების დასაცავად – პესკოვის განცხადება

პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ “ოცნების” კანონის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია. დმიტრო პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის ინტერესში საქართველოში სტაბილური ვითარება შედის. „საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესში საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა, უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. […]
ანტიბიოტიკები 40%-ით გაიაფდა, კბილის ამოღება კი 11%-ით გაძვირდა – ერთი წლის სამედიცინო სტატისტიკა

როგორ შეიცვალა ერთ წელიწადში ფასები სამედიცინო პროდუქციასა და სერვისებზე? დეტალურ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მარტის თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 2, 5%-თაა გაიაფებული, ანტიბიოტიკები თითქმის 40%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები თითქმის 5%-ითაა გაძვირებული, ვიტამინები კი 6%-ით. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფში ფასების 10%-იანი ზრდა აღინიშნა, თერმომეტრი 8%-ით გაძვირდა, წნევის აპარატი 2%-ით, 11%-ით გაიაფდა ბამბა. […]
მარნეულში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს მიმდებარედ, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული იარაღის – ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა […]
ბუნდესტაგის წევრი რუსულ კანონზე: ეს მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის

ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას ახლა სურს, აგენტების კანონი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღოს, დასაგმობია. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და მასზე კონტროლის დამყარების ეს მცდელობა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის და აუცილებელია, შედეგები მოჰყვეს.
ARD: გერმანული კომპანიები ოკუპირებულ მარიუპოლში რუსეთის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ

გერმანული კომპანიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ. ARD Monitor-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ Tagesschau წერს. გამოძიებაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო კომპანიების წლიური ანგარიშებიდან, ასევე ფოტო და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ გერმანული ფირმები მარიუპოლის რეკონსტრუქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვიდეომასალაში სამშენებლო ტექნიკაზე, ასევე, სამშენებლო კონსტრუქციებსა და მასალებზე გერმანული კომპანიების ლოგოები ჩანს, მათ შორის, WKB Systems GmbH-ის და Knauf-ის. […]
როთი: როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ რაღაც ვერ გაიგო

ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი რწმენის ნიადაგზე გადადგმული ნაბიჯი იყო და არა ჯილდო. “აგენტების კანონის” ხელახლა წარდგენა, ამ რწმენას სრულიად ანადგურებს. ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, მიქაელ როთი ქართული ოცნების მიერ ხელახლა წარდგენილ აგენტების კანონს X-ის […]